ჩაბარების ვადა:

12 ნოემბერი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32554 - ბაზრის კვლევა AI ტრენინგ სერვისებზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 4 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 12 ნოემბერი 2026 დრო 12:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 4 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას AI ტრენინგ სერვისებზე. ბანკი მიზნად ისახავს გამოავლინოს ბაზარზე არსებული ორგანიზაციები და ექსპერტები, რომლებსაც შეუძლიათ ბანკის სხვადასხვა მიმართულების (IT, ოპერაციები, რისკი, ფინანსები, მარკეტინგი, HR და სხვ.) სპეციფიკური ტექნიკური თუ გამოყენებითი AI საჭიროებების დაფარვა. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, წარმოადგინონ წინადადებები ქვემოთ მოცემული ტექნიკური მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად. 

ბაზრის კვლევის მოთხოვნები:

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისების დეტალური აღწერა:

 1.სერვისების აღწერა

  • AI-ის თემატური მიმართულებები: AI საფუძვლები, Machine Learning, Generative AI (Claude, ChatGPT, Copilot და სხვ.), Prompt Engineering, AI ეთიკა და პასუხისმგებლიანი გამოყენება, AI კიბერუსაფრთხოებაში, AI-ზე დაფუძნებული ანალიტიკა და სხვ.
  • ტრენინგის ფორმატი: ინდივიდუალური, ჯგუფური, მორგებული (custom) კურსები; ონლაინ / ფიზიკური / ჰიბრიდული; სირთულის დონეები (დამწყები, შუალედური, Advanced).
  • სპეციფიკური ტრენინგები ბანკის სხვადასხვა მიმართულებისთვის (IT, ოპერაციები, რისკ-მენეჯმენტი, ფინანსები, HR, მარკეტინგი და სხვ) მორგებული პრაქტიკული კურსები.
  • დამატებითი სერვისები: სასწავლო პლატფორმა/LMS, სასწავლო მასალები, სერტიფიკაცია.

2. ფასები და სატარიფო მოდელები

  • არსებული ჯგუფური ტრენინგ-კურსების ღირებულება ჯგუფის ზომის მიხედვით (მაგ. 5, 10, 15+ მონაწილე).
  • მორგებული (custom) ჯგუფური კურსის შემუშავებისა და ჩატარების სავარაუდო ღირებულება.
  • ონლაინ პლატფორმის/LMS ლიცენზიის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით.

წარმოსადგენი (ასატვირთი) ბაზრის კვლევის დოკუმენტების სია:

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია და ა.შ.)
  • შემოთავაზება PDF დოკუმენტის სახით.
  • ტრენერ(ებ)ის CV
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2)

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის12 ნოემბერი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

მარიამ კვაჭაძე
mkvatchadze@bog.ge
ტელ: 555 55 78 38

ტენდერის კატეგორია:

  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები
შეკითხვები