ჩაბარების ვადა:
20 დეკემბერი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT3256 - ტენდერი მყარი კაუსტიკური სოდის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს:
- ნომრით #-EF-GE/ 408
- დანიშნულება: 175 000 კგ მყარი კაუსტიკური სოდის შესყიდვა
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროდუქტის ხელმოწერილი სპეციფიკაცია.
ტენდერის პირობები:
- ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
- ფასი უნდა იყოს მოცემული 1 კგ მყარი კაუსტიკური სოდის, 100%-ზე დაანგარიშებით;
- მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემკვეთის მოთხოვნისამებრ 2 დღის ვადაში. თითოეული მოწოდების რაოდენობა უნდა იყის არა ნაკლებ 5 ტონისა;
- აუცილებელია ნიმუშის წარდგენა ლუდსახარშ „ნატახტარშ“-ი, მცხეთის რაიონი,სოფელი ნატახტარი.
- გადახდის პირობები:საქონლის მიღებიდან 60 სამუშაო დღე.
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
- წარწერა: "კონფიდენციალურია";
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
- შემოთავაზების მიღება იწყება 11.12.2017 16:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 20.12.2017 16:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ლექსო თოთაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com
ტენდერის კატეგორია:
- 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები