ჩაბარების ვადა:

9 ნოემბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32596 - აუქციონი ბრენდირებული ჩემოდნების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 200.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 6 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 9 ნოემბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 6 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

აუქციონის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს აუქციონს ბრენდირებული ჩემოდნების შესყიდვაზე. შესყიდვის ჯამური საორიენტაციო რაოდენობა შეადგენს 50 ერთეულს.

აუქციონი ჩატარდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულებით (ერთეულის ღირებულებაXრაოდენობა).

N დასახელება

ტექნიკური აღწერა და მახასიათებლები

რაოდენობა (ცალი)
1

ბრენდირებული ჩემოდანი (სრული კომპლექტით)

ზომები და წონა: ხელბარგის სტანდარტული ფორმატი, ზომით არაუმეტეს 55 x 40 x 23 სმ; წონა არაუმეტეს 3.4 კგ.

ძირითადი კორპუსი: დარტყმაგამძლე, ელასტიკური და მსუბუქი მასალა (ABS, პოლიკარბონატი ან შესაბამისი მყარი კომპოზიტი).

სახელურები:

 ორდონიანი ან სამდონიანი, გამოსაწევი ლითონის სახელური მყარი ფიქსაციით.

ხელის მოსაკიდი ერგონომიული სახელურები ჩემოდნის როგორც ზედა, ისე გვერდითა პანელზე.

ბორბლების სისტემა: 4 ერთეული 360°-ით თავისუფლად მოძრავი მანევრული ბორბალი ხმაურის დაბალი დონით.

უსაფრთხოების სისტემა: ჩემოდნის კორპუსში ინტეგრირებული კოდური საკეტი (სასურველია TSA სტანდარტის).

შიდა სივრცის ორგანიზება: ორმხრივი ძირითადი განყოფილება:
ა) ცალ მხარეს ელვა-შესაკრავიანი საიმედო ტიხარი (zipper divider) დამატებითი ბადე-ჯიბით (mesh pocket);
ბ) მეორე მხარეს რეგულირებადი ელასტიკური დამჭერი ღვედები (elastic straps) ნივთების სტაბილური ფიქსაციისთვის.

ფერები და დიზაინი: ნარინჯისფერი (Orange Gloss Finish) ან ბანკთან შეთანხმებული შესაბამისი ტონალობა.

ლოგოს დატანის (ბრენდინგის) პირობა: ჩემოდნის კორპუსზე ქარხნულად უნდა განთავსდეს მაღალი მდგრადობის მქონე თეთრი ფერის ულტრაიისფერი (UV Print) ან აბრეშუმტრაფარეტული (Silk Screen Print) ბეჭდვით:

• წარწერა: „საქართველოს ბანკი ემიგრანტებისთვის“
• სლოგანი: „არ გაჩერდე“
• საქართველოს ბანკის შესაბამისი ლოგო
* ბეჭდვა უნდა იყოს სრულად ცვეთამედეგი და ნესტგამძლე.

50


მიწოდების გრაფიკი და ვადები

პროდუქციის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობით:

  • სრული პარტიის (50 ცალი) მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის ვადაში.
  • მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება, ჭირნახულის ქ. N9 (საქართველოს ბანკის საწყობი), ტრანსპორტირებას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მომწოდებელი.

ტენდერში მონაწილეობისა და გადახდის პირობები:

 გადახდის პირობა: შეთანხმებისამებრ, წინასწარი ავანსი 30%-ის ოდენობით. დარჩენილი თანხის ანაზღაურება განხორციელდება მოწოდებული პროდუქციის სრულად ჩაბარების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.

ფასის ვალუტა: ლარი

შეთავაზების ვალიდურობა: წარმოდგენილი წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან სულ მცირე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ფიზიკური ნიმუში: შერჩევის ეტაპზე პრეტენდენტმა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 20 დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისი ფიზიკური ნიმუში (ნიმუშის ნახვა გვსურს და სავალდებულო პირობას წარმოადგენს).

გამოცდილება: სასურველია ანალოგიური სირთულისა და მოცულობის სამგზავრო ჩანთების/ჩემოდნების ან სასაჩუქრე პროდუქციის დამზადებისა და მიწოდების გამოცდილება.

რაოდენობის ცვლილება: ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს; საბოლოო რაოდენობა დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საჭიროებიდან გამომდინარე რაოდენობის გაზრდა დასაშვებია.

ხელშეკრულების უპირატესობა: ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ფასების ცხრილი: აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის (დანართი N1) სრულად და ჯეროვნად შევსება.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  •  შემოთავაზებული პროდუქტის ტექნიკური პარამეტრების დეტალიზაცია
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, მიწოდების ვადების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით.
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე

 ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ნოემბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 200 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ვაჭრობა დაიწყება 9 ნოემბერს, 15:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

თამარ თხელიძე
Tatkhelidze@bog.ge
ტელ: +995 591 220 520

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 18920000 საბარგო ჩანთები
შეკითხვები