ჩაბარების ვადა:
12 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32598 - ფასთა გამოკითხვა საავტომობილო ვიდეოსისტემის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: RMG Copper
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას საავტომობილო ვიდეოსისტემის შესყიდვაზე.
შესყიდვის საგანი:
| N | შესყიდვის საგანი | პარამეტრები | ერთეული | რაოდენობა |
| 1 | Საავტომობილო ვიდეო რეგისტრატორი | DH-Dash Camera S8 KIT Dual Cam | ცალი | 15 |
| 2 | ვიდეო რეგისტრაციის სერიის მეხსიერების ბარათი | TF-P100/128GB | ცალი | 30 |
| 3 | კვების სადენი | PRJ DAE-CDL-V9H Hardwire Kit | ცალი | 15 |
| 4 | საავტომობილო ვიდეო რეგისტრატორი | DH-MXVR1004-GFWI | ცალი | 5 |
| 5 | საავტომობილო ვიდეო კამერა | HMW3200L-FR-BUS | ცალი | 5 |
| 6 | საავტომობილო ვიდეო კამერა | HAC-HMW3200P Cube | ცალი | 5 |
| 7 | ვიდეო რეგისტრაციის სერიის მეხსიერების ბარათი | FC8ME0256G-I -256GB | ცალი | 10 |
| 8 | კამერის სადენი ხრახნიანი კონექტორებით, 3 მეტრი | MOB MCNU-GXF4-GXM4 | ცალი | 10 |
| 9 | კამერის სადენი ხრახნიანი კონექტორებით, 6 მეტრი | MOB MCNU-GXF4-GXM4 | ცალი | 5 |
| 10 | ვიდეო რეგისტრატორის კვბის სადენი | MCNU-PM3-B3-4 | ცალი | 5 |
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 12.11.2026 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა: ქართული/რუსული/ინგლისური
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
- გადახდის პირობები;
- დამზადების ვადა;
- პროდუქციის მიწოდების ვადები;
- მიწოდების პირობა;
- ნახაზი და ტექნიკური სპეციფიკაცია ;
- შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ;
წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ტელ: 511 21 00 35
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 30234600 ფლეშმეხსიერება
- 32333000 ვიდეოჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა
- 32350000 აუდიო- და ვიდეოაპარატურის ნაწილები
- 35125300 ვიდეოთვალთვალის კამერები