20 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT32615 - ფასთა გამოკითხვა GRG - განაშენიანების რეგულირების გეგმისა და ქალაქთმშენებლობითი დასაბუთების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს არმორ გრუპი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „არმორი“ გეგმავს ქ. თბილისში მრავალფუნქციური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის განვითარებას და აცხადებს ელექტრონულ ფასთა გამოკითხვას GRG — განაშენიანების რეგულირების გეგმა და ქალაქთმშენებლობითი დასაბუთების - მომსახურების შესყიდვის მიზნით. ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე კომპანიები - ფიზიკური პირები.
ტენდერის მიზანი: საპროექტო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი განვითარების სამართლებრივი და სივრცითი საფუძვლის შექმნა, სავალდებულო GRG-ის მომზადება და K2-ის 2.5-დან 4.5-მდე გაზრდის დასაბუთების/სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისათვის სრულყოფილი პაკეტის მომზადება.
მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 01.72.13.367.019
სამუშაოს მოცულობა:
- საპროექტო და საკვლევი არეალის იდენტიფიცირება და დამკვეთთან/უფლებამოსილ ორგანოსთან დასაზუსტებელი საზღვრების დასაბუთება.
- არსებული სამართლებრივი რეჟიმების, ფუნქციური და ტერიტორიულ-სტრუქტურული ზონირების, გეგმარების შემზღუდავი ზონების, ინფრასტრუქტურისა და არსებული განაშენიანების ანალიზი.
- არსებული მდგომარეობის წინასაპროექტო ქალაქთმშენებლობითი კვლევა: ნაკვეთები, შენობები, ფუნქციები, სართულიანობა/სიმაღლე, K1/K2/K3, გზები, ტროტუარები, საზოგადოებრივი/მწვანე სივრცეები და საინჟინრო ქსელები.
- მიზნობრივი განვითარების ვარიანტების მომზადება და შედარება; დამკვეთის მიზნის — K2=4.5 — სივრცითი, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული გამტარობის შეფასება.
- სავალდებულოა სრული K2=4.5 სცენარის (36,868.5 მ² K2 საანგარიშო ფართი) დამუშავება და მინიმუმ ერთი ალტერნატიული/სარეზერვო განვითარების სცენარის ჩვენება, რათა ადმინისტრაციული ან ინფრასტრუქტურული შეზღუდვის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ოპტიმალური შემცირებული ვარიანტის შეფასება.
- შენობების/ბლოკების განლაგება, ძირითადი მასშტაბი, სიმაღლე/სართულიანობის ჩარჩო, K1/K2/K3 ბალანსი, პარკინგისა და საჯარო/მწვანე სივრცეების ძირითადი პრინციპები.
- K2-ის გადამეტების მიზანშეწონილობის დასაბუთება საჯარო და კერძო ინტერესების, ტერიტორიის რაციონალური გამოყენების და მიმდებარე ქალაქგეგმარებითი ხასიათის შენარჩუნების გათვალისწინებით.
- სატრანსპორტო, წყალმომარაგება/წყალარინების, ენერგომომარაგების და სხვა ინფრასტრუქტურული input-ების ინტეგრირება GRG-ში.
- საჭირო ადმინისტრაციული განაცხადების/ალბომების/განმარტებითი ბარათების მომზადება და წარმოებაში მონაწილეობა.
სავალდებულო შედეგები:
- წინასაპროექტო ქალაქთმშენებლობითი კვლევა სრული გრაფიკული და ტექსტური ნაწილით.
- GRG-ის გეგმარებითი დავალების პაკეტი და, დამტკიცების შემდეგ, GRG-ის სრული პროექტი.
- არსებული/საპროექტო K1, K2, K3 და საანგარიშო ფართობების დეტალური ცხრილი.
- ცხრილში ცალკე გამოიყოს: საბაზო K2=2.5 / 20,482.5 მ²; მიზნობრივი K2=4.5 / 36,868.5 მ²; ნამატი +2.0 K2 / +16,386 მ²; ადმინისტრაციული approval status და ყველა დაშვება.
- K2=4.5-ის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიზანშეწონილობის დასაბუთება და შესაბამისი ელექტრონული ალბომი.
- ფუნქციური/სივრცითი გადაწყვეტა, ტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის ინტეგრირებული სქემა, საინჟინრო ინფრასტრუქტურის პრინციპული სქემები, გამწვანების/საჯარო სივრცის პრინციპები.
- PDF + DWG/DXF/GIS/editable ფაილები; გამოყენებული მონაცემების და წყაროების რეესტრი.
- ადმინისტრაციული ორგანოების შენიშვნების რეესტრი და მათი დახურვის მატრიცა.
კოორდინაცია სხვა მონაწილეებთან:
დამკვეთი/Project Manager; არქიტექტორი; სატრანსპორტო ინჟინერი; გეოლოგი/გეოფიზიკოსი; კონსტრუქტორი; MEP/utility კონსულტანტები; №41 და ენერგოეფექტურობის კონსულტანტები.
კვალიფიკაციის მინიმალური მოთხოვნები:
- წამყვანი ურბანისტი/არქიტექტორი მინ. 5 წლიანი გამოცდილებით.
- ბოლო 5 წელში მინ. 3 დასრულებული GRG/ქალაქთმშენებლობითი პროექტი თბილისში; უპირატესობა K2-ის გადამეტების/მრავალბინიანი პროექტების გამოცდილებას.
- თბილისის მუნიციპალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის პრაქტიკული გამოცდილება.
შეთავაზებაში ვენდორმა უნდა წარმოადგინოს:
- Scope-ის breakdown და ეტაპები: წინასაპროექტო კვლევა / გეგმარებითი დავალება / GRG / K2 სპეციალური შეთანხმება / ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
- ფიქსირებული ჰონორარი თითოეულ ეტაპზე; ადმინისტრაციული მოსაკრებლები/მესამე მხარის ხარჯები ცალკე.
- ვადები და assumptions; მუნიციპალიტეტის კომენტარებზე რევიზიების პირობა.
- პროექტის გუნდი და მინ. 3 რეფერენსი.
- მიღება-ჩაბარების კრიტერიუმები
- დოკუმენტაცია უნდა იყოს ფორმალურად სრულყოფილი უფლებამოსილ ორგანოში წარსადგენად.
- ტექნიკურ ნაწილებში არ უნდა არსებობდეს ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები K1/K2/K3, ფართობებზე და გზებზე.
- საკუთარი Scope-ის ფარგლებში ადმინისტრაციული შენიშვნები დახურულია ან წერილობით დასაბუთებულია.
კომერციული შეთავაზების სტრუქტურა:
Lump Sum თითო ფაზაზე; დამატებითი მომსახურებების unit rate/დღიური ტარიფი; მესამე მხარის ხარჯების ცალკე ჩამონათვალი.“
წინადადების წარმოდგენის წესი:
სატენდერო დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სახით და წარმოდგენილ იქნეს ელექტრონულად, ერთიანი PDF ან ZIP ფაილის სახით. წინადადებები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: info@armor.ge
დედლაინი: 20 ნოემბერი, 18:00 საათი.
ელექტრონული წერილის თემაში უნდა მიეთითოს: GRG — განაშენიანების რეგულირების გეგმა და ქალაქთმშენებლობითი დასაბუთება - მომსახურების ტენდერი — [პრეტენდენტი კომპანიის დასახელება]“
ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი ან არასრული წინადადება არ იქნება განხილული.
დამატებითი პირობები
- შპს „არმორი“ უფლებამოსილია მოითხოვოს წარმოდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ან დამატებითი დოკუმენტაცია;
- შპს „არმორი“ უფლებამოსილია ჩაატაროს პრეტენდენტებთან დამატებითი შეხვედრა ან ინტერვიუ
- გამარჯვებულის გამოვლენისას გათვალისწინებული იქნება არა მხოლოდ შეთავაზებული ფასი, არამედ გამოცდილება, პროფესიული გუნდი, მეთოდოლოგია, ვადა და შესრულებული პროექტების ხარისხი;
- ფასთა გამოკითხვის გამოცხადება არ წარმოშობს შპს „არმორის“ ვალდებულებას რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების შესახებ;
- შპს „არმორი“ იტოვებს უფლებას, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს, შეცვალოს ან გააუქმოს ფასთა გამოკითხვის პროცედურა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
info@armor.ge
ტენდერის კატეგორია:
- 71241000 განხორციელებადობის კვლევა, საკონსულტაციო მომსახურება, ანალიზი
- 71245000 გეგმების, სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცება
- 71311300 საკონსულტაციო მომსახურებები ინფრასტრუქტურის სფეროში
- 71410000 მომსახურებები ურბანული დაგეგმარების სფეროში