ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32641 - ფასთა კვლევა: 100 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: ლინ სისტემს
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 17 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „ლინ სისტემსი“ (Lean Systems) აცხადებს ფასთა კვლევას თბილისში მდებარე, დაახლოებით 100 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინის სრული სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა

ფასთა კვლევის პირველ ეტაპზე დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა შეავსონ თანდართული Excel-ის კითხვარი და დაურთონ საჭირო დოკუმენტები. ამ ეტაპზე ფასის შეთავაზება არ მოითხოვება. კითხვარში მითითებული საორიენტაციო ფასი არასავალდებულოა და შემსრულებელს არ ავალდებულებს.

წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეირჩევა 3–5 კომპანია. მეორე ეტაპზე მათ გადაეგზავნებათ დიზაინ-პროექტი და სამუშაოების მოცულობები.

ობიექტი: საცხოვრებელი ბინა მრავალბინიან სახლში, დაახლოებით 100 კვ.მ., ქ. თბილისი. ბინა თეთრ კარკასშია. სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალას შეიძენს დამკვეთი. შემსრულებელი უზრუნველყოფს ხელობას, დამხმარე და სახარჯ მასალას, ასევე საჭირო მასალის რაოდენობების ანგარიშს.

კითხვარის შევსების წესი:

  • შეავსეთ ყვითელი უჯრები 1–5 ფურცლებზე.
  • ნაცრისფერი, დახრილი შრიფტით მოცემული სტრიქონი მაგალითია. თქვენი მონაცემები ჩაწერეთ მის ქვემოთ.
  • ჩამოსაშლელი სიის მქონე უჯრებში მნიშვნელობა აირჩიეთ სიიდან.
  • გთხოვთ, არ შეცვალოთ ფაილის სტრუქტურა (ფურცლები და სვეტები).
  • მე-5 ფურცელზე მონიშნეთ, რომელი დოკუმენტები დაურთეთ, და ხელი მოაწერეთ დადასტურებას.

წარდგენა: შევსებული Excel ფაილი და დოკუმენტები PDF ფორმატში გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე jemal@leansystems.ge წერილის სათაურში მიუთითეთ: „რემონტი 100 კვ.მ. — ინტერესის გამოხატვა — [კომპანიის სახელწოდება]“. დიდი მოცულობის ფაილები (ფოტოები, ვიდეო) გამოგზავნეთ ბმულით: Google Drive, Dropbox ან WeTransfer.

წარდგენის ვადა: 17.11.2026, 18:00

კონფიდენციალურობა: წარმოდგენილი ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შემსრულებლის შესარჩევად და არ გადაეცემა მესამე პირებს. თქვენ მიერ მითითებულ დამკვეთებს დავუკავშირდებით მხოლოდ რეკომენდაციის მისაღებად. გთხოვთ, წინასწარ მიიღოთ მათი თანხმობა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე jemal@leansystems.ge საკონტაქტო პირი: ჯემალ ახალაია.

ტენდერის კატეგორია:

  • 45453000 კაპიტალური რემონტი (შეკეთება) და რეკონსტრუქცია
შეკითხვები