24 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32662 - ტენდერი ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი N29-ში მდებარემე-14 კორპუსის (01.10.10.025.117) ალუმინის ფასადის ვიტრაჟების მოწოდება-მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ემკვადრატის პარკი 5
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 11 ნოემბერი 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ემკვადრატის პარკი 5 აცხადებს ტენდერს ქ. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი N29-ში მდებარემე-14 კორპუსის (01.10.10.025.117) ალუმინის ფასადის ვიტრაჟების მოწოდება-მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე.
შესყიდვის საგნის/სამუშაოს აღწერა
დოკუმენტაციის ლინკი - გელოვანის მე-14 ბლოკი - ვიტრაჟები
- მეილს თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა საორიენტაციო მოცულობებითა და შესასრულებელი სამუშაოებისჩამონათვალით. პრეტენდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს პროექტის შესაბამისად ხარჯთაღრიცხვისგადამოწმება შესასრულებელი სამუშაოებისა და მოცულობების ნაწილში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში იდენტიფიცირებადი უნდა იყოს, როგორც მასალის, ასევე, მუშახელისა (ინსტალაციის) და მანქანა-მექანიზმების მოცულობები (ინსტალაციისთვის გამოსაყენებელი), ერთეულის ფასები და შესაბამისი ჯამები.
გთხოვთ, განფასება წარმოადგინოთ მეილზე თანდართული ექსელის ფორმატში.
წინადადებისა და განფასებული ხარჯთაღრიცხვის მომზადებამდე, პრეტენდენტი კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ობიექტის ადგილზე დათვალიერება და არსებულ მდგომარეობასთან გაცნობა. ობიექტის წინასწარ დათვალიერების გარეშე წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ განიხილება. გთხოვთ, ვიზიტის დრო წინასწარ შეათანხმოთ პროექტის მენეჯერთან.
მნიშვნელოვანი პირობა:
- ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ადგილზე განახორციელოს ვიტრაჟის ღიობების აზომვა და ფაქტიური ზომების შესაბამისად ვიტრაჟების დამზადება.
- სამუშაობის დასრულების შემდგომ დამცავი ფირების მოცილება და დასუფთავება.
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:
- პროექტის მენეჯმენტში ჩართული პირების შესახებ დეტალური ინფორმაციისა და მათი CV-ებისწარმოდგენა.
- გამოსაყენებელი ტექნიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა.
- შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების მართვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.3 პრეტენდენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადების ფარგლებში უნდა წარმოადგინოს შემდეგიდოკუმენტაცია:
- განფასებული ხარჯთაღრიცხვა: შევსებული უნდა იყოს დამკვეთის მიერ მიწოდებულ ფორმატში (Excel-ის ფაილის სახით). მასში სრულად უნდა აისახოს როგორც სამუშაოების (მონტაჟის), ისე მასალებისღირებულება; ასევე დეტალური ინფორმაცია შემოთავაზებული მასალის შესახებ;
- სამუშაოების შესრულების გრაფიკი და მეთოდოლოგია: პროექტის ეტაპობრივი განხორციელებისდეტალური ვადები (დეტალური კალენდარული გრაფიკი); სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგია:
- სამუშაოების შესრულების გარანტია: დეტალური ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- გადახდის პირობები და გრაფიკი: პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ანგარიშსწორების სასურველი მოდელი;
- წინადადების მოქმედების ვადა: პერიოდი, რომლის განმავლობაშიც წარმოდგენილი ფასები უცვლელი და ძალაში იქნება.
- თანხმობა საავანსო საბანკო გარანტიაზე: წერილობითი დასტური საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენაზე (ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში);
- თანხმობა ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე: წერილობითი დასტური ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით საბანკო გარანტიის წარმოდგენაზე;
- თანხმობა წარმოდგენილი შესრულებებიდან 5%-იან დაკავებებზე - წარმოდგენილი ფორმა 2-ებიანანაზღაურებას დაექვემდებარება 95%
- DNP ვადა - ხარვეზების შეტყობინების პერიოდი
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან: განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულპირთა რეესტრიდან;
- ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ: მონაცემები პარტნიორი ან ქვეკონტრაქტორი კომპანიების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- მასალების სპეციფიკაცია: დეტალური ინფორმაცია ძირითადი მასალების ბრენდების, მწარმოებელიქვეყნებისა და პარამეტრების შესახებ;
- ტექნიკური მონაცემების ფურცლები (Technical Data Sheets): შემოთავაზებული მასალის მწარმოებელიქარხნების ოფიციალური პასპორტები და ტექნიკური მახასიათებლები;
- ხარისხის და შესაბამისობის სერტიფიკატები: ძირითად მასალებზე მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები;
- შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გარანტია: ვადის ათვლა დაიწყება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან;
- კომპანიის პორტფოლიო: შესრულებული და მიმდინარე პროექტების ჩამონათვალი;
- მასალების ფიზიკური ნიმუშები: დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფიზიკური ნიმუშები.
შენიშვნა:
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდაიქნეს მინდობილობა);
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია და დასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან კომპანიის შტამპით.
ხელშეკრულების გაფორმება:
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება შეთანხმებული კომერციული პირობების შესაბამისად.
წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომიტეტზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტებზე:
შესყიდვების სამსახური
მეილი: m2procurement@m2.ge
პროექტის მენეჯერი
თემო ცისკარიშვილი
მეილი: ttsiskarishvili@m2.ge
მობ: 577 185 814
ტენდერის კატეგორია:
- 45262300 ბეტონის სამუშაოები
- 45320000 საიზოლაციო სამუშაოები
- 45440000 ღებვა და შემინვა