20 ნოემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32707 - ტენდერი AML თემატიკის აუდიტორული მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 16 ნოემბერი 2026 დრო 18:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ნოემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს "ჰეშ ბანკი" აცხადებს ელექტრონულ ტენდერს AML თემატიკის აუდიტორული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად.
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა
- ტენდერის გამოცხადება: 16 ნოემბერი 2026 წელი
- ტენდერის დასრულება: 20 ნოემბერი 2026 წელი
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
ელექტრონული ტენდერის შესყიდვის ობიექტი:
- შესყიდვის ობიექტია AML/CFT და საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის კუთხით ბანკში დანერგილი პროცესების დამოუკიდებელი აუდიტი;
- ელექტრონული ონბორდინგის აუდიტი;
- შესყიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული სრული პროცესების, ტექნიკური პირობებისა და მიმართულებების სანახავად, გთხოვთ იხილოთ თანდართული RFP დოკუმენტი.
ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესასყიდი მომსახურების მიზანი:
- ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №104/04 ბრძანების (შემდგომ - „სებ-ის რეგულაცია“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამავე წესის დანართით №2 დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის აუდიტი.
- ბანკში დანერგილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის (AML/CFT) სისტემის, პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების, აგრეთვე საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის სისტემის დამოუკიდებელი აუდიტი, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და შესაძლო ხარვეზების გამოვლენის მიზნით.
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს AML/CFT და საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობის აუდიტის ჩატარების დამადასტურებული გამოცდილება;
- სასურველია პრეტენდეტნს გააჩნდეს, ანალოგიური გამოცდილება ფინანსურ ინსტიტუტებსა და საბანკო სექტორებთან;
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცესებისა და AML/CFT, საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობისთვის გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფების შეფასების შესაბამისი კომპეტენცია.
- პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი N3-ის სახით წარმოდგენილ მომსახურების ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან. ხელშეკრულება არის შაბლონური სახის და დაკორექტირდება პრეტენდენტან ინდივიდუალურად და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფასები ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.
- სატენდერო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი მოცემულია თანდართულ RFP დოკუმენტში.
წარმოსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ა, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან სხვა დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტ(ებ)ი.
დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები; - განფასება/ფასთა ცხრილი დანართი N2-ის სახით, PDF და EXCEL ფაილები, რომელიც ხელმოწერილი იქნება უფლებამოსილი პირის მიერ
პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
ტენდერთან დაკავშირებით - saba.khvadagiani@hashbank.ge
ტექნიკური საკითხებთან დაკავაშირებით salome.khorguashvili@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 568 889 888, +995 557 009 697.
ტენდერის კატეგორია:
- 79212000 აუდიტორული მომსახურება