ჩაბარების ვადა:

22 დეკემბერი 2017, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T3273 - ტენდერი მეტალიზირებული ქაღალდის და OPP ეტიკეტის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #-EF-GE/371
  • დანიშნულება: მეტალიზირებული ქაღალდის და OPP ეტიკეტის შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ეტიკეტის ტიპების ჩამონათვალი,სპეციფიკაცია, ზომები და რაოდენობები;

(გადმოსაწერი ლინკი https://goo.gl/fg5N1s )

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი სატენდერო შემოთავაზება;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილები;
  • ქაღალდის დეტალური სპეციფიკაცია (დასახელება, სისქე, მიკრონი, მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია,ბეჭდვის ტიპი);

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.) და მოცემული უნდა იყოს ეტიკეტის ტიპების ჩამონათვალის ფაილში მითითებული რაოდენობების მიხედვით;
  • ფასები უნდა იყოს მოცემული დოლარში;
  • მოთხოვნილი საქონელი მოწოდებული უნდა იქნას 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეკვეთების შესაბამისად;
  • გადახდის პირობები:
    - საქონლის ფასის დაანგარიშება ლარში მოხდება შემდეგნაირად:შეთანხმებული ფასის 20% დაფიქსირებული იქნება დოლარის გაცვლითი კურსით, ხოლო დარჩენილი 80%-ის დაანგარიშება მოხდება მოწოდების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსთ.
    - ანგარიშწორება ხდება უნაღდო ფორმით, სასაქონლო ზედნადებისა და ანგარიშ ფაქტურის წარმოდგენიდან 150 დღის ვადაში, ანგარიშ ფაქტურის საფუძველზე.
    - ორი კვარტლის შემდეგ ხდება წინა კვარტლის დაანგარიშება მოწოდების და გადახდის დღეს არსებული კურსთაშორისი სხვაობის. ამ თანხის დადასტურება მოხდება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმებული თანხის კურსთაშორისი სხვაობის 80%-ის გადახდა მოხდება მყიდველის/გამყიდველის მიერ.
  • OPP ეტიკეტს აქვს თეთრი ბაზა და დამზადებულია 38 მიკრონიანი ქაღალდით;
  • ლიმონათის ეტიკეტის შემთხვევაში, ხდება შეკვეთის რაოდენობების გაერთიანება სახეობების მიხედვით. მაგალითისვის ვუკვეთავთ: 500 000 ცალი 0,33 ლ მსხალი, 200 000 ცალი 0,33 ლ ტარხუნა, 200 000 ცალი 0,33 ლ ნაღები და შეკვეთის ფასი იქნება მილიონი ეტიკეტის შესაბამისი. ადგილობრივ ეტიკეტთან ერთიანდება ასევე ექსპორტის ეტიკეტის შეკვეთები;
  • ყელის ეტიკეტის შემთხვევაში ფასები მოცემული უნდა იყოს წყვილზე და არა ცალზე;
  • შუშის ეტიკეტის შემთხვევაში ფასები მოცემული უნდა იყოს კომპლექტზე და არა ცალზე;
  • ინვოისში, შეკვთის მიღებისას ფასი უნდა მითითოს წყვილის/კომპლექტის და არა ცალის;
  • წყვილები/კომპლექტი უნდა იყოს ჩადებული ერთ ყუთში და წინა, უკანა და მუცლის ეტიკეტის რაოდენობები უნდა იყოს იდენტური;
  • მინიმალური შეკვეთის რაოდენობა არ უნდა იყოს შეზღუდული;
  • მომწოდებელმა თავის საწყობში უნდა შეინახოს შეკვეთა შემკვთის მოთხოვნის შესაბამისად;
  • ნიმუშების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მისამართი;
  • მომწოდებელს გაეგზავნება ყოველთვიურად მიმდინარე თვის შეკვეთა და მომდევნო 2 თვის გეგმა. შეკვეთილი ეტიკეტი უნდა დასაწყობდეს მომწოდებელთან და გამოიგზავნოს მოთხოვნის შესაბამისად;

გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;
  • წარწერა: "კონფიდენციალურია";
  • გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

  • შემოთავაზების მიღება იწყება 13.12.2017 16:00
  • შემოთავაზების მიღება მთავრდება 22.12.2017 16:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნათია ვაშაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
ელფოსტა: tenders@ge.anadoluefes.com 

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა