ჩაბარების ვადა:

2 დეკემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T32731 - ტენდერი ოთხმარყუჟიანი სამისამართო სიგნალიზაციის მოდერნიზაციასა და ელვა დაცვის მოწყობის სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 დეკემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს #18/11-GIEC-TPP/FS-S-26 „ოთხმარყუჟიანი სამისამართო სიგნალიზაციის მოდერნიზაციასა და ელვა დაცვის მოწყობის სამუშაოებზე“

შესასრულებელი სამუშაოების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, დ.აღმაშენებლის ქ. N2

ზოგადი მონაცემები:

  • შესასრულებელი სამუშაოების ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი, დ.აღმაშენებლის ქ. N2
  • არსებული მდგომარეობა: მეხის დაცემის შედეგად დაზიანდა ძველი სისტემის მართვის პანელი (UNIPOS IFS7002/4)
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მოდერნიზაცია და ელვა დაცვის მოწყობა უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციულ, ცენტრალური საშემკეთებლო საამქროსა და გაერთიანებულ დამხმარე კორპუსებში.
  • საკაბელო ქსელი აგებულია წრიული ტოპოლოგიით 4x0.8 მმ და 2x0.8 მმ ტიპის სახანძრო ხანძარმედეგი კაბელით(4 მარყუჟი, Class A Loop).
  • სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის ცენტრალური პანელი განთავსებულია დაცვის სამსახურის შენობის პირველ სართულზე. ოთხივე მარყუჟი გადის საჰაერო გზით მიმდებარე შენობებში.
  • საკაბელო ინფრასტრუქტურა რჩება უცვლელი(რევიზიის შედეგად დასკვნის საფუძველზე).

თანდართული ფაილები:

  • დეტექტორების განლაგება შენობებში ნახაზები: დანართი #1, #2, #3, #4, #5
  • ტექნიკური ინფორმაცია: დანართი #6.

წინადადების წარდგენის წესები:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა: 2 დეკემბერი 17:00 სთ, 2026 წელი
  • კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით დალუქულ კონვერტში. დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, ნომერი #18/11-GIEC-TPP/FS-S-26
  • აუცილებელია კომერციული წინადადებაში გამიჯნული იყოს აპარატურისა და სამონტაჟო-საპროგრამო სამუშაოების ღირებულება. შემოთავაზებულ აპარატურას უნდა გააჩნდეს მოქმედი EN54 სერტიფიკატები(საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად).
  • შემოთავაზებული სისტემა უნდა იყოს 2026 წელს გამოშვებული, სერთიფიცირებული, საიმედო და შესაბამისობაში მოქმედ სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებთან და შესაბამის ევროპულ/საერთაშორისო სტანდარტებთან.
  • გთხოვთ, კომერციულ წინადადებაში მიუთითოთ: შესრულების ვადა და საგარანტიო პირობები.
  • შესასრუებელის სამუშაოების დეტალურად გასაცნობად მიზანშეწონილია ობიექტზე ვიზიტი.

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირები:

გოჩა ჩიტიშვილი
ტელ: 595 50 37 18

კარლო ფოჩხიძე
ტელ: 591 11 42 22

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი:

ავთანდილ მანჯავიძე 
ტელ: 595 71 12 72

ტენდერის კატეგორია:

  • 31216000 ნაპერწკლური გადამეტძაბვის განმმუხტველი დანადგარი
  • 31625100 ცეცხლაღმომჩენი სისტემები
  • 31625200 ხანძარსაწინააღმდეგო სასიგნალიზაციო სისტემები
  • 45312100 სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი
  • 45312300 ანტენების მონტაჟი
შეკითხვები