26 ნოემბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32750 - ტენდერი UPS-ის ელემენტის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 ნოემბერი 2026 დრო 15:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 ნოემბერი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს UPS-ის ელემენტის შესყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა |
| UPS-ის ელემენტი 12V 7.0Ah | 3600 |
მახასიათებლები:
| დასახელება | უწყვეტი კვების წყაროს ელემენტი |
| ნომინალური ძაბვა | 12V |
| ნომინალური ტევადობა | 7.0Ah |
| ზომა | სიგრძე: 151 მმ; სიგანე: 65 მმ; სიმაღლე: 94 მმ |
| წონა | 1.9–2.0 კგ |
| ტიპი | ჰერმეტული ტყვია-მჟავური (VRLA/AGM) |
| კლემის ტიპი | T1 (4.75 მმ) |
| გარანტია | მიწოდებიდან არანაკლებ 12 თვე |
| წარმოების თარიღი | მიწოდებისას არაუმეტეს 12 თვისა |
მიწოდების მისამართი და პირობები:
- მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, შ. გოგიძის ქ. #8
- გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის მიწოდება და დასაწყობება მითითებულ მისამართზე.
- მიწოდება უნდა განხორციელდეს 12 ეტაპად, 2027 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, ყოველი თვის 5 რიცხვამდე, თვეში 300 ცალი.
ანაზღაურება
- ყოველი ეტაპის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატში):
დანართი N1 – კომპანიის რეკვიზიტები;
დანართი N2 - ფასების ცხრილი, მწარმოებლის, ბრენდის, მოდელისა და წარმოშობის ქვეყნის მითითებით;
- ფასები მითითებული უნდა იყოს აშშ დოლარში, დღგ-ისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით;
- ფასი უნდა მოიცავდეს პროდუქციის მიწოდებასა და დასაწყობებას მითითებულ მისამართზე;
დანართი N3 – განხორციელებული პროექტებისა და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
დანართი N4 – პროდუქციის ტექნიკური მონაცემების ფურცელი (datasheet) და ხარისხის სერტიფიკატები (CE, ISO 9001).
- ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმებია ფასი და ხარისხი;
- განფასებაში შეცდომის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
- სატენდერო წინადადებასა და სისტემაში ელექტრონულად მითითებულ ფასს შორის სხვაობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად მითითებულ ფასს;
- გამარჯვებულად ჩაითვლება და ხელშეკრულება გაფორმდება იმ მონაწილესთან, რომლის პროდუქციაც დააკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს, წარმატებით გაივლის ტესტირებას და რომელიც წარმოადგენს საუკეთესო ფასს;
- გადაწყვეტილების მიღებამდე მონაწილემ დამკვეთის მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს პროდუქციის სატესტო ნიმუში, დამკვეთის მიერ მითითებული რაოდენობით. მონაწილე, რომლის ნიმუშიც ვერ დააკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს ან ვერ გაივლის ტესტირებას, ტენდერიდან მოიხსნება;
- შემოთავაზებული ფასი ძალაში უნდა იყოს წინადადების წარდგენიდან არანაკლებ 1 თვის განმავლობაში, ხოლო ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ერთეულის ფასი უცვლელი უნდა დარჩეს ხელშეკრულების მთელი მოქმედების ვადის განმავლობაში (2027 წლის დეკემბრის ჩათვლით);
- წუნდებული ან ტექნიკური მოთხოვნების შეუსაბამო პროდუქცია მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა შეცვალოს დამკვეთის წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ავანსის ოდენობის საბანკო გარანტია;
- მონაწილეს შეუძლია წარადგინოს დასაბუთებული პრეტენზია 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა იწყება იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც პრეტენზია ეხება;
- დამკვეთი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადადოს ტენდერი, რის შესახებაც ყველა მონაწილეს ეცნობება. დამკვეთი ასევე იტოვებს უფლებას, ტენდერი ანულირებულად გამოაცხადოს, თუ მასში მხოლოდ ერთი კომპანია მიიღებს მონაწილეობას;
- სხვა პირობები განისაზღვრება გამყიდველსა და მყიდველს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. სატენდერო პირობებსა და ხელშეკრულებას შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ხელშეკრულებას.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 ნოემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებულ კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31430000 ელექტროაკუმულატორები
- 31440000 ელემენტები