9 დეკემბერი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT32770 - ტენდერი შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაზე საქართველოს მაშტაბით (ნავთობბაზა - ავტოგასამართი სადგური)
- გამომცხადებელი: შპს ლუკოილ-ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 დეკემბერი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ლუკოილ-ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება საქართველოს მაშტაბით (ნავთობბაზა - ავტოგასამართი სადგური).
ტენდერის პირობები
თავი I. საერთო დებულებები
სამუშაოები უნდა განხორციელდეს კომპანიის მიერ, რომელსაც შეუძლია შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ მიერ შესაძენ სრულ მომსახურებაზე წვდომა, ხარისხიანი მომსახურების გაწევის სერვისი.
2. შპს ’’ლუკოილ-ჯორჯიას’’ პირობები ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის:
- გადახდის ვადა (კონსიგნაცია) 45 სამუშაო დღე;
- ღია ტენდერის საგანი: ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება საქართველოს მაშტაბით (ნავთობბაზა-ავტოგასამართი სადგური).
- ტენტერის ვადა: 1 (ერთი) წელი ხელშეკრულების გაფორმების დღიდან;
- 2027 წელს გადასაზიდი ნავთობპროდუქტების დაგეგვილი მოცულობა - 65 093 775 ლიტრი;
- ტრანსპორტირებია ხორციელდება შემდეგი ნავთობბაზებიდან: ძეგვი, ფოთი/ყულევი, გაჩიანი/ფონიჭალა, ქუთაისი/სამტრედია
თავი II. სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. კომპანიის (პრეტედენტის) შესახებ ინფორმაციას:
აუცილებელი პირობა - მონაწილე აუცილებლად უნდა იყოს კომპანია - რეზიდენტი:
- კომპანიის სრული დასახელება;
- იურიდიული მისამართი;
- ფაქტიური მისამართი;
- ტელეფონი, ფაქსი, ელექტრონული ფოსტა;
- საკონტაქტო პირი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- კომპანიის ხელმძღვანელ(ებ)ის მონაცემები;
- მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ მონაცემები;
- სერტიფიკატი ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ტენდერში მონაწილეს აქვს უფლება გასწიოს მსგავსი ტიპის მომსახურება.
- კომერციული წინადადების ღირებულება მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
2. საკვალიფიკაციო დოკუმენტები ტენდერში მონაწილეობისთვის წარსადგენად:
- პრეტედენტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- შესაბამისი ორგანოების შეტყობინება ლიკვიდაცია-რეორგანიზაციის პროცესის არ არსებობის შესახებ;
- საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვების არ არსებობის შესახებ ცნობა;
- მსგავსი მომსახურებების შესახებ გამოცდილება;
- ტენდერის მონაწილის ინსტრუქცია - ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი
3. სატენდერო წინადადება
ტენდერში მონაწილის კომერციული შეთავაზება, უნდა წარმოადგენდეს, დღგ-ს ჩათვლით და დღგ-ს გარეშე , ეროვნულ ვალუტაში.
სატენდერო პროცედურებები
1. ტენდერი ჩატარდება ღია ფორმით.
- ტენდერის თარიღი – 14 დეკემბერი 2026 წელი, 15:00. შპს ლუკოილ ჯორჯიას სათაო ოფისში.
- ტენდერის ჩატარების ადგილი - თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპს, ლუკოილ-ჯორჯია“-ს ოფისი.
- ტენდერის მონაწილეებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ დალუქულკონვერტებში 2026 წლის 9 დეკემბერს 17:00 საათამდე
- მონაწილის კონვერტები წარმოდგენილი უნდა იყოს პრეტენდენტის ინსტრუქციის 12.3 მუხლის შესაბამისად. კონვერტზე მითითებული უნდა იყოს მონაწილის სახელი.
- კონვერტები მონაწილეთა მიერ წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გოთუას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, შპს, ლუკოილ-ჯორჯია“-სოფისი.
- ვაჭრობაში მონაწილეობს ორგანიზაციის-პრეტედენტის არაუმეტეს 1 წარმომადგენელი.
- კონვერტები კომერციული წინადადებებით იქნება გახსნილი ტენდერის დროს, რომლის შემდეგაც გაიმართება ვაჭრობა პრეტედენტებს შორის.
განსაკუთრებული პირობები
- ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერის იმ მონაწილესთან, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სატენდერო კომისიის მოთხოვნებს.
- გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღისა ღიავაჭრობის დასრულებიდან და საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებიდან.
- თუ წინადადება, რომელიც ტენდერის მონაწილემ წარმოადგინა, იქნება არასწორი ან არასრული, მოხდება ამ მონაწილის დისკვალიფიკაცია.
- წინადადების განხილვის დროს კომისია უფლებას იტოვებს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია აუცილებლობის შემთხვევაში. კონკურსის მონაწილის მიერ დამატებითიდოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში , მოხდება მისი დისკვალიფიკაცია.
- კომპანია არ აგებს პასუხს ხარჯებზე, რომლებიც გაწეულ იქნა ვაჭრობის პროცესში მონაწილისმიერ, იმისდა მიუხედავად გაფორმდება თუ არა ამ მონაწილესთან ხელშეკრულება.
- კომპანია არ არის ვალდებული გააკეთოს თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება მონაწილეებისათვის ტენდერის ჩაშლის ან საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე.
- შპს, ლუკოილ-ჯორჯია“ არ იღებს ვალდებულებას, რომ დადებს ხელშეკრულებას ტენდერის რომელიმე მონაწილესთან.
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები