ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32829 - Enterprise Application Security Testing Platform

  • გამომცხადებელი: სს ჰეშ ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 ნოემბერი 2026 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა: 

სს "ჰეშ ბანკი" აცხადებს ელექტრონულ ტენდერს Enterprise Application Security Testing Platform (SAST, SCA & IaC Security) შესყიდვასთან დაკავშირებით.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის საშუალებით.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარმოსადგენად. 

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

  • ტენდერის გამოცხადება: 27 ნოემბერი 2026 წელი
  • ტენდერის დასრულება: 04 დეკემბერი 2026 წელი

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებეს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.

ელექტრონული ტენდერის შესყიდვის ობიექტი:

Enterprise Application Security Testing Platform: (SAST, SCA & IaC Security)

  • SAST;
  • SCA & IaC Security.

ტენდერით შესასყიდი პროდუქტის/მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები: 

  • ტექნიკური პირობებისთვის გთხოვთ იხილოთ RFP ფაილი

ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესასყიდი მომსახურების მიზანი:

  • ბანკის აპლიკაციების უსაფრთხოების ტესტირების პლატფორმის შეძენა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციაში პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხო შემუშავების სასიცოცხლო ციკლის (Secure Software Development Lifecycle - SSDLC) გაძლიერებას, უსაფრთხოების ავტომატიზებული შემოწმებების, მოწყვლადობების გამოვლენის, რისკზე დაფუძნებული პრიორიტეტიზაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისა და უწყვეტი ინტეგრაციისა და მიწოდების (CI/CD) პროცესებთან ინტეგრაციის გზით.
  • შემოთავაზებულმა გადაწყვეტამ უნდა უზრუნველყოს უსაფრთხოების კონტროლებისა და პოლიტიკების ცენტრალიზებული მართვა, უსაფრთხოების შემოწმებების ავტომატიზაცია, მოწყვლადობების მართვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება.

პროცესების მიმდინარეობა:

გთხოვთ იხილოთ RFP ფაილი შემდეგი პროცესების დეტალური აღწერისთვის:

  • დანერგვა და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ლიცენზირების და კომერციული პირობების მოთხოვნები;
  • მიწოდებისა და მიღება-ჩაბარების პირობები.

სატენდერო მოთხოვნები:

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • პრეტენდენტი უნდა წარმოადგენდეს შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელს ან მწარმოებლის მიერ ოფიციალურად ავტორიზებულ გადამყიდველს, დისტრიბუტორს ან დანერგვის პარტნიორს.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი (Manufacturer Authorization Form — MAF) ან მწარმოებლის მიერ გაცემული ეკვივალენტური ოფიციალური დადასტურება, რომელიც ადასტურებს შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიებისა და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების მიწოდების უფლებამოსილებას.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს კორპორაციული დონის პროგრამული კოდის სტატიკური უსაფრთხოების ანალიზის (Static Application Security Testing — SAST) გადაწყვეტების მიწოდების, დანერგვის ან ინტეგრაციის შესაბამისი გამოცდილება.
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ბოლო სამი წლის განმავლობაში სულ მცირე ორი წარმატებით დასრულებული SAST გადაწყვეტის დანერგვის ან ინტეგრაციის პროექტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 
  • პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ლიცენზიის მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში მწარმოებლის ტექნიკურ მხარდაჭერაზე წვდომა და პრობლემების ესკალაციის შესაბამისი მექანიზმების ხელმისაწვდომობა
  • შემოთავაზებული პროგრამული უზრუნველყოფა უნდა იყოს კომერციულად ხელმისაწვდომი, მწარმოებლის მიერ ოფიციალურად მხარდაჭერილი და რეგულარულად განახლებადი.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ RFP ფაილი.

წარმოსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • სატენდერო წინადადების ფარგლებში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს
  • ტექნიკური წინადადება - შემოთავაზებული გადაწყვეტის აღწერა და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადასტურება.
  • ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დოკუმენტი (Compliance Statement) - თითოეული სავალდებულო ტექნიკური მოთხოვნის შესრულების დადასტურება, არსებული შეზღუდვებისა და შესაძლო შეუსაბამობების მითითებით.
  • მწარმოებლის ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (MAF) ან მწარმოებლის მიერ გაცემული ეკვივალენტური ოფიციალური დადასტურება.
  •  შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია - შესრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია, მიღება-ჩაბარების აქტი, დამკვეთის წერილობითი დადასტურება, ხელშეკრულების შესაბამისი ამონაწერი ან სხვა ეკვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს SAST გადაწყვეტის წარმატებით დანერგვის ან ინტეგრაციის გამოცდილებას.
  • ლიცენზირების პირობების აღწერა - სალიცენზიო მოდელი, მოხმარების აღრიცხვის მეთოდოლოგია, მოქმედი შეზღუდვები და ლიცენზირების მოცულობის გაფართოების პირობები.
  • კომერციული წინადადება - სავალდებულო კომპონენტების დეტალური ღირებულება, Container Security-ის არასავალდებულო კომპონენტის ცალკე ფასის მითითებით.
  • ტექნიკური მხარდაჭერის პირობები - მხარდაჭერის ხელმისაწვდომობა, რეაგირების ვადები, პრობლემების ესკალაციის პროცედურები და მწარმოებლის ტექნიკური მხარდაჭერის პირობები.
  • პროდუქტის ოფიციალური ტექნიკური დოკუმენტაცია - მწარმოებლის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დოკუმენტები ან ოფიციალური წყაროები, რომლებიც ადასტურებს შემოთავაზებული გადაწყვეტის ფუნქციურ შესაძლებლობებს.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ RFP ფაილი.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში; 
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 04 დეკემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. 

დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
ტენდერთან დაკავშირებით - saba.khvadagiani@hashbank.ge 

ტექნიკური საკითხებთან დაკავაშირებით sofo.jafaridze@hashbank.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: +995 568 889 888, +995 599 955 668.

ტენდერის კატეგორია:

  • 48730000 დაცვის პროგრამული პაკეტები
შეკითხვები