ჩაბარების ვადა:
22 დეკემბერი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT3290 - ტენდერი სამზარეულოს ინვენტარის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია აცხადებს ტენდერს სამზარეულოს ინვენტარის შესყიდვაზე.
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
- ფიქსირებული ფასები: ზემოაღნიშნული ფასები მყარია და ფიქსირებული და ხელშეკრულების ძალაში ყოფნის პერიოდში არ ექვემდებარება ცვლილებას (მინიმუმ 30 დღე).
- მოწოდების გრაფიკი: მოწოდება უნდა მოხდეს ზემოთ მოყვანილი განრიგის შესაბამისად, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 10 იანვრისა კონტრაქტის ხელმოწერის თარიღიდან.
- გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ლარებში. შესყიდვის კონტრაქტის ღირებულების 100% გადაიხდება არაუგვიანეს 30 (კალენდარული) დღისა საქონლის მოწოდების, ქვემოთჩამოთვლილი დოკუმენტების წარმოდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ. წარმოსადგენი დოკუმენტებია: მომწოდებლის ინვოისი (დედანი და ორი ასლი), სადაც მოცემულია საქონლის აღწერა, რაოდენობა, ერთეულის ფასი და მთლიანი თანხა.
- გარანტია: შემოთავაზებულ საქონელს უნდა ჰქონდეს მწარმოებლის გარანტია სულ ცოტა 12 (თორმეტი) თვის ვადით დამკვეთისათვის მიწოდების მომენტიდან. გთხოვთ, დეტალურად მიუთითოთ კონკრეტული საგარანტიო პერიოდი და პირობები.
- მოწოდების პირობების დარღვევა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ყოველგვარი ვალდებელების წარმოშობის გარეშე გააუქმოს გაცემული კონტრაქტი, თუკი მომწოდებელი ვერ შეძლებს საქონლის მოწოდებას ზემოთ მოცემული ვადებისა და პირობების შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტის რეკვიზიტები.
- ფასების ცხრილის შევსებული ფორმა (იხილეთ დანართი 1)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია (ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ) შეიძლება წარმოდგენილი იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N40/1, ან ელექტრონულ მისამართზე: g.giorgobiani1988@gmail.com არაუგვიანეს 2017 წლის 22 დეკემბრის 16:00 საათამდე.
საკონტაქტო პიროვნება: გიორგო გიორგობიანი
ტელ: 577 64 00 74
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია
შესყიდვების მენეჯერი
ტენდერის კატეგორია:
- 39700000 საოჯახო ტექნიკა
- 39100000 ავეჯი