ჩაბარების ვადა:
22 დეკემბერი 2017, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT3295 - ტენდერი ავტო გასამართ სადგურებზე სეპარატორების მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „რომპეტროლ საქართველო“ აცხადებს ტენდერს ავტო გასამართ სადგურებზე სეპარატორების მონტაჟისთვის.
მოთხოვნილი სერვისის აღწერა:
- სახელმწიფო ორგანოების მიერ გასაცემი სამუშაო ნებართვებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და ნებართვის აღება
- მიწის სამუშაოები, ჭის/ორმოს მომზადება სეპარატორის მონტაჟისათვის
- სეპარატორის მონტაჟი (გულისხმობს ჭაში ჩადგმა, დაბეტონება და ა.შ.)
- ავტო გასამართ სადგურზე დაზიანებული წყლის არხების შეკეთება (საჭიროების შემთხვევაში)
- სეპარატორის მიმღები მილის წყლის არხებთან მიერთება
- სეპარატორის გამომავალი მილის ძირითად საკანალიზაციო სისტემასთან მიერთება
- სეპარატორების ტექნიკური სპეციფიკაცია და სადგურების მისამართები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
სატენდერო წინადადებებში უნდა იყოს:
- ერთეულის ფასი (ლარი, ყველა ხარჯისა და დღგ-ს ჩათვლით)
- მოწოდების ვადა (კალენდარული დღე)
- გადახდის პირობები (ავანსი %)
- შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭდიანი RFQ ფაილი (იხილეთ მიმაგრებული ფაილი: 05 RFQ.xlsx)
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის, 22 დეკემბერი, 16:00 საათი.
სატენდერო წინადადება გამოაგზავნეთ მეილზე: giorgi.kapanadze@rompetrol.com
ყველა ფაილი უნდა იყოს PDF ფორმატში.
- ტენდერის ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებული კითხვები: 595 560 051 თორნიკე
- დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვები: 595 758 030 გიორგი
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის