15 იანვარი 2018, 14:00
სტატუსი:
დასრულებულიT3315 - ტენდერი ვერტიკალურად ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების განხორციელების მიზნით რეკომენდაციების მომზადებაზე
ტენდერის აღწერილობა:
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.
დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება დანართი 1 - ის შესაბამისად.
ინტერესის შემთხვევაში, გთხოვთ, 15.01.2018 -ის 14:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2 სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში შინაარსობრივი შემოთავაზება.
გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე.
დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება , რომ შემოთავაზებები უნდა შემოიტანონ მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ თქვენი ჰონორარი უნდა მოგვაწოდოთ დღიური ჰონორარის ბაზაზე - ბრუტო თანხა, რომელიც კანონის თანახმად დაიბეგრება და ორგანიზაცია გადარიცხავს შესაბამის სამსახურში თქვენს საშემოსავლო გადასახადს.
გთხოვთ ფინანსური შემოთავაზება დააფიქსიროთ ეროვნულ ვალუტაში ( ლარში)
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:
- სახელი, გვარი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, სრული მისამართი);
- ტენდერის დასახელება : ვერტიკალურად ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების განხორციელების მიზნით რეკომენდაციების მომზადება
- წარწერა “კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი:
GIZ-ის რეგიონალურ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში
ქალბატონ ქეთევან საათაშვილს
რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი
მიუთითეთ პროგრამის ნომერი PN 14.9053.1-006.00
და აგრეთვე ნომერი 83278160
და დანომრეთ კონვერტები
(I - საფასო შემოთავაზება ( ჰონორარი დღიურ ბაზაზე, ასევე მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები.); II - შინაარსობრივი შემოთავაზება).
შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით – შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა:
ქალბატონ ეთერ კონჯარიას
Eteri.konjaria@giz.de
წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 25.01.2017 -სთვის.
ტენდერის კატეგორია:
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები