19 იანვარი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3324 - ტენდერი 11 კმ ტრასის მშენებლობის პროექტის მომზადება, მშენებლობასა და მიერთებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“-ს აცხადებს ტენდერს მაგისტრალურ გაზსადენის სისტემაზე მიერთებისათვის 11 კმ ტრასის მშენებლობის პროექტის მომზადების, მშენებლობის და მიერთების შესახებ.
შესასრულებელი სამუშაოს შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ დანართი:
- ტექნიკური პირობა - 2 ფურცელი;
- მაგისტრალურ გაზსადენზე დაერთების სქემა
- გგს-ის შემოღობვის სქემა
- გგს-ის განათების დგარის სქემა
ტენდერის ჩაბარების პირობები
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით, ს.ს."მინა"-ს სათაო ოფისში (მცხეთის რაიონი, სოფ.ქსანი) 2018 წლის 19 იანვრის 18:00 სთ-მდე ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ წერილს მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
- ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტები (მოცულობა, ხანგრძლივობა, დასრულების თარიღი, საბალანსო ღირებულება, საკონტაქტო პირი/ მონაცემები)
- შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა
- კომპანიის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა / დანადგარების ჩამონათვალი
რეკომენდაცია
- რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
- პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი
- ბანკთან ურთიერთობა (საბანკო გარანტიები)
- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 10% / ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან 2 თვის ვადით)
- ავანსის გაცემა განხორციელდება გამონაკლისის შემთხვევაში და მხოლოდ საბანკო/სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გადაწყვეტილების მიღების პროცესი გრძელდება 1 -4 კვირამდე.
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.
განიხილება მხოლოდ 12 იანვრამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგნეილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდეთ
577 99 33 04 - შაქრო ჩაგუნავა
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები