18 იანვარი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3339 - ტენდერი მონეტების მასორტირებელი აპარატის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფულის სათვლელი აპარატების შესყიდვა/მომსახურებაზე.
# | დასახელება | რაოდენობა | ერთ. ფასი |
1 | მონეტების მასორტირებელი 8 ჯიბიანი მანქანა | 10 ცალი |
შენიშვნა: ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
შესასყიდი მომსახურების დეტალური აღწერილობა გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
სხვა პირობები:
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად;
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
- პრეტენდენტებმა ტენდერის დასრულებამდე უნდა წარმოადგინონ ნიმუშები საქართველოს ბანკის სათავო ოფისში: ქ. თბილისი, გაგარინის #29ა (ლადო სიჭინავას სახელზე);
- გარანტია: 1 წელი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 4 იანვრიდან 2018 წლის 18 იანვრის ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი საკონტაქტო პირისაგან:
ლადო სიჭინავა
ტელ.: (+995 32) 2 444 444 (*4617)
მობ.:(+995 599) 740041/ ელ-ფოსტა: lsichinava@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 18 იანვარი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=835&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა