ჩაბარების ვადა:
18 იანვარი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3342 - ტენდერი ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ზაფხულის სპეც. ტანსაცმლის შესყიდვაზე 05/01-NEO-P/UNI-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- აგგს-ის გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული შარვალი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 350 ცალი;
- გამმართველის ზაფხულის ბრენდირებული მაისური ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 700 ცალი;
- გამმართველის შემოდგომა-გაზაფხულის ბრენდირებული ქურთუკი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზიზ მიხედვით - 350 ცალი;
- დასუფთავების სამსახურის ქალის ბრენდირებული წინსაფარი ტექნიკური დახასიათებისა და ესკიზის მიხედვით - 50 ცალი;
შენიშვნა: რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლოა დაექვემდებაროს მცირე ცვლილებას.
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- სპეც. ტანსაცმლის ესკიზები და შპს ნეოგაზის ლოგოტიპი;
- სპეც. ტანსაცმლის ტექნიკური დახასიათება.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით:
- წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე - 11 კმ. - შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუშები (თითოეული პოზიცია);
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ისევე როგორც ნიმუშების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
- სპეც. ტანსაცმელთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 18 იანვრის 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 18400000 სპეციალური ტანსაცმელი და აქსესუარები