23 იანვარი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3375 - ტენდერი საკანცელარიო და ჰიგიენური საქონლით მომარაგებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „რომპეტროლ საქართველო“ აცხადებს ტენდერს ქსელის საკანცელარიო და ჰიგიენური საქონლით მომარაგებაზე.
მოთხოვნილი სერვისის აღწერა: რომპეტროლ საქართველოს ქსელის, ოფისის და ბაზის ყოველთვიური მომარაგება მოთხოვნილი საქონლით.
ობიექტების მისამართები და საქონლის ჩამონათვალი იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში (Addresses, List).
სატენდერო წინადადებებში აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი:
- ერთეულის ფასი (ლარში, ტრანსპორტირების და დღგ-ს ჩათვლით)
- შეკვეთაზე რეაგირების ვადები (რეგიონების და ლოკაციების გათვალისწინებით)
- შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭდიანი RFQ ფაილი (იხილეთ მიმაგრებული ფაილი: 05 RFQ.xlsx)
ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ყველა საქონლის ნიმუში შემდეგ მისამართზე: ვ. ვეკუას ქ. #3 (მე-6 სართული, შესყიდვების დეპარტამენტი).
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შემოთავაზებული საქონლის ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების და ნიმუშების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის, 23 იანვარი, 18:00 საათი.
სატენდერო წინადადება გამოაგზავნეთ მეილზე: giorgi.kapanadze@rompetrol.com
ყველა ფაილი უნდა იყოს PDF ფორმატში.
ტენდერის ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებული კითხვები: 591 197 030 ლევანი
დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვები: 595 758 030 გიორგი
ტენდერის კატეგორია:
- 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია
- 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები