12 თებერვალი 2018, 18:30
სტატუსი:
დასრულებულიT3377 - ტენდერი ტაქსით მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჯორჯიან ქარდი“ აცხადებს ტენდერს ტაქსით მომსახურებაზე.
კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ავტომობილები უნდა იყოს გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაში
- ავტომობილი უნდა იყოს კარგ სანიტარულ მდგომარეობაში;
- უზრუნველყოს მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა;
- უზრუნველყოს პუნქტუალური, მოწესრიგებული და თავაზიანი მძღოლებით მომსახურება;
- უზრუნველყოს ქოლ-ცენტრის/ცხელი ხაზის გამართული მუშაობა;
- დაუყოვნებლივ მოახდინოს მგზავრის გაფრთხილება შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში;
ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
გაწეული მომსახურების გადახდა/ ანგარიშსწორება:
მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს ყოველი თვის დასასრულიდან, ქვითრების მონაცემების შედარების შემდეგ, 3 სამუშაო დღის ვადაში.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 1 წლით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარადგინონ:
- მომსახურების ტარიფები თბილისში (1 კილომეტრის ღირებულება) და თბილისიდან რეგიონებში (ერთი გზა)
- აეროპორტში დახვედრა-გაცილების მომსახურების ტარიფები (ფიქსირებული)
- ტაქსის დალოდების ტარიფები თბილისში
სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა:
- ელექტრონულად (ikarchava@gc.ge ; აუცილებლად მიუთითეთ წერილის Subject-ში Taxi Service) ან
- კომპანიის ოფისში:
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღების დასახელება (ოპერაციების დეპარტამენტი);
- მიმღების საკონტაქტო (+99532 231 7040, 155)
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ა. ბელიაშვილის ქ. #106 2018 წლის 12 თებერვლის ჩათვლით 18:30 საათამდე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:
ოპერაციების დეპარტამენტი
სს ”ჯორჯიან ქარდი“. მის: ა. ბელიაშვილის ქ. #106, თბილისი
ტელ.: (+995 32) 317040 (155); E-mail: ikarchava@gc.ge
მიმაგრებული დოკუმენტი:
- ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
- სპეციფიკაციების ცხრილი;
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები