ჩაბარების ვადა:

11 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T338 - დისკური მასივის HP Service Care Pack შესყიდვა

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს 2 ცალი HP Service Care Pack-ის შესყიდვა/მომსახურებაზე.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.

დამატებითი მოთხოვნები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.)

მომწოდებელმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება.

საგარანტიო მომსახურება (მწარმოებლის ქარხნული 3 წლიანი გარანტია)

მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთილი საქონლის მიწოდება მითითებულ მისამართზე (საწყობი)

მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ აღნიშნული ტენდერისთვის შესაბამისი მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF)

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფასები ჩაწეროთ შესაბამის გრაფაში, პუნქტი #1 და პუნქტი #2-ის გასწვრივ

გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტის გაწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და ხუთი თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 3 თებერვლიდან – 2015 წლის 11 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთჯერადი ხელშეკრულება;
  • თანხის გადახდა მოხდება შესყიდული საქონლის მიწოდებიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“.
  • შემოთავაზებები მიმწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 11 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის HP Service Care Pack-ის შესყიდვა/მომსახურების ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=359&lang=geo