ჩაბარების ვადა:

12 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3407 - ტენდერი კომპრესორების და უტილსაქვანეების მაცივრების მექანიკურ და ქიმიურ რეცხვაზე

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“-ს განსაზღვრული პერიოდულობით ახორციელებს კომპრესორების და უტილსაქვანეების მაცივრების მექანიკურ და ქიმიურ რეცხვას.

მიმაგრებულ ფაილში დეტალურადაა გაწერილი შესასრულებელი სამუშაოს პერიოდები, ტექნიკური მახასიათებლები და სპეციფიკა.

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დალუქული კონვერტით 2018 წლის 12 თებერვლამდე, ს.ს.“მინას“ სათაო ოფისში მცხეთის რაიონი , სოფ.ქსანი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ წერილს მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • [ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • საბანკო რეკვიზიტები

წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა

  • შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა
  • კომპანიის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა / დანადგარების ჩამონათვალი

ბანკთან ურთიერთობა (საბანკო გარანტიები)

  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 10% / ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან 2 თვის ვადით)
  • ავანსის გაცემა განხორციელდება გამონაკლისის შემთხვევაში და მხოლოდ საბანკო/სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადით.

შევსებული მიმაგრებული ფაილი (შესასრულებელი სამუშაოს განფასება-ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე)
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით. გადახდა იწარმოებს, კონკრეტული სამუშაოს დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

განიხილება მხოლოდ 12 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგნეილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით
577 99 33 04 შაქრო ჩაგუნავა

ტენდერის კატეგორია:

  • 98300000 სხვადასხვა მომსახურება
  • 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები