ჩაბარების ვადა:

12 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3408 - ტენდერი კვებით მომსახურებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.“მინა“-ს აცხადებს ტენდერს კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ.

კვების მიღების რეჟიმი :
შაბათი - პარასკევის ჩათვლით

  • 13:00 ძირითადი მენიუ სავარაუდო ულუფების ოდენობა 170-190
  • 18:00 წახემსება (ხაჭაპური ან ლობიანი ან ჰამბურგერი და ა.შ. + კაკაო ან კომპოტი ან ...) სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
  • ღამის 01:00 ძირითადი მენიუ სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
  • დილის 06:00 წახემსება სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45

შაბათი, კვირა, სახელმწიფო სადღესასწაულო დღეები

  • 13::00 ძირითადი მენიუ სავარაუდო ულუფების ოდენობა 80 -105
  • 18:00 წახემსება (ხაჭაპური ან ლობიანი ან ჰამბურგერი და ა.შ. + კაკაო ან კომპოტი ან ...) სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
  • ღამის 01:00 ძირითადი მენიუ სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45
  • დილის 06:00 წახემსება სავარაუდო ულუფების ოდენობა 35-45

მენიუ გთხოვთ იხილოთ დანართ #1-ში;

ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი წინადადება დალუქული კონვერტით 2018 წლის 12 თებერვლამდე, ს.ს.“მინას“ სათაო ოფისში მცხეთის რაიონი , სოფ.ქსანი უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ წერილს მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება;

წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია

  • კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
  • იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
  • კომპანიის სამართლებრივი ფორმა
  • კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
  • საბანკო რეკვიზიტები
  • რეკომენდაცია ( 3 – 5 ორგანიზაციიდან)

განფასება მენიუს შესაბამისად - დღეების მიხედვით, თითოეული ულუფის ღირებულება ცალ-ცალკე და ჯამურად. (დ.ღ.გ-ს ჩათვლით და დ.ღ.გ-ს გარეშე);

  • კვების სერტიფიკატის - ISO 22 000-ის ასლი ; (ჩაითვლება უპირატესობად)

ბანკთან ურთიერთობა (საბანკო გარანტიები)

  • ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 10% / ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან 2 თვის ვადით)
  • ავანსის გაცემა განხორციელდება გამონაკლისის შემთხვევაში და მხოლოდ საბანკო/სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადით.

ტენდერი ჩატარდება 3 ეტაპად:

  • პირველად წარმოდგენილი წინადადებების დამუშავება - შედარების საფუძველზე , 3-4 კონკურენტული პირობის და ფასის მქონე კომპანიის შერჩევა
  • შერჩეულ კომპანიებთან სპეც.ჯგუფის ვიზიტის დაგეგმვა/ მათი მუშაობის პროცესის გაცნობა , შესაძლოა დაგემოვნებაც.
  • არსებულის ანალიზის საფუძველზე, საბოლოო შენიშვნების, მოთხოვნების დაჯამება, დაკორექტირებული საბოლოო ფასის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.

გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი;
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით.

გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით. გადახდა იწარმოებს, ყოველი თვის ბოლოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

განიხილება მხოლოდ 12 თებერვლის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com ; MZUBASHVILI@sisecam.com
ან დაგვიკავშირდით
+995 32 244 99 87  - მარინა ზუბაშვილი

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები

დოკუმენტაცია