ჩაბარების ვადა:

13 თებერვალი 2015, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T343 - ფართო, საშუალო და მცირე ფორმატიანი ბეჭდვა და მომსახურება

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ფართო, საშუალო და მცირე ფორმატიან ბეჭდვასა და მომსახურებაზე.

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტი.

დამატებითი მოთხოვნები და პირობები:

წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.

მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა დააფიქსიროს ჯამური ფასი. თითოეული პროდუქტისთვის ფასების დეტალური განაწილება უნდა აიტვირთოს Microsoft Word-ის ფორმატში.

მომწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • წარმოადგინოს ბეჭდვითი ნიმუშები ყოველი წარმოდგენილი მასალის მიხედვით. მოწოდებული ფასი ნიმუშის გარეშე არ განიხილება. (საქართველოს ბანკის მიერ მოწოდებული პრინტ ფაილის საფუძველზე)
  • უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილში არსებულ შეკვთის შესრულების ვადას. ვადა კრიტიკულია და დაუშვებელია მისი კორექტირება. ვადის ათვლა ხდება, საქართველოს ბანკის მიერ, სამუშაო დღის მანძილზე, წერილობითი შეტყობინებისა და პრინტფაილის მიწოდების მომენტიდან. კვადრატული მეტრების ცვლილების შემთხვევაში ვადა შეიცვლება მის პროპორციულად.
  • შეკვეთის შესრულების შემდგომ უნდა მოახდინოს მასალების მიწოდება, შესრულებული სამუშაოს ფოტოპრეზენტაცია და აკურატული რეპორტი, შეკვეთის შესრულებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
  • უნდა განახორციელოს შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი თვეში ერთხელ შემდეგ მომახურებაზე (ბილბორდებზე ბანერების განთავსება) და წარმოადგინოს ფოტოპრეზენტაცია.

მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია წარმოდგენილ შემოთავაზებასთან ერთად დახურულ კონვერტში:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია, თანამშრომლების რაოდენობა, ინფორმაცია მანქანა დანადგარების შესახებ), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);

დამატებითი ინფორმაცია

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 5 თებერვლიდან – 2015 წლის 13 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ერთი წლის ვადით;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 2 44 44 44 შიდა (3260)
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, პუნქტი #1, პუნქტი #2 და სხვა შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
  • გთხოვთ, ერთეულის ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
  • კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
  • შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 13 თებერვალი, 17:00 საათი.

სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერი არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.

ბმული საქართველოს ბანკის ტენდერის გვერდზე:

http://tenders.bog.ge/?action=tender&id=362&lang=geo