16 თებერვალი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3484 - ტენდერი გარემოს დაცვის მონიტორინგზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს გარემოს დაცვის მონიტორინგის შესახებ.
გარემოს დაცვის მონიტორინგის ჩატარება კვარტალში ერთხელ, კერძოდ:
- ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების გაზომვა, მონიტორინგი 14 საკონტროლო წერტილი. (ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებები: არაორგანული მტვერი, აზოტის ორჟანგი, ნახშირჟანგი, გოგირდის ორჟანგი, ჭვარტლი, ნახშირწყალბადები, მეთანი, მეთილმერკაპტანი, ტყვია, კადნიუმის ოქსიდი, დარიშხანი, ქრომი, სელენის დიოქსიდი და ნიკელი.)
- ფილტრებისა და სილოსების ეფექტურობის დადგენა.
- ჩამდინარე წყლების ლაბორატორიული კონტროლი შემდეგ ინგრედიენტებზე: შეწონილი ნაწილაკები, ph, აზოტი, საერთო ფოსფორი, ფოსფატები, ჟბმ, ამონიუმის აზოტი, ნიტრიტები, ნიტრატები.
- შესაბამისად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო ფორმების შევსება პად-1, პად-2 და პად-3
- წლიური მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის აღრიცხვის ფორმის წარმოდგენა.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზებადალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2018 წლის 16 თებერვლამდე; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
- იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
- კომპანიის სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
- შემოთავაზება , მომსახურების შესყიდვის ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე . (ერთი კვარტალის)
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
რეკომენდაცია
- რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
- პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით)
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
განიხილება მხოლოდ 16 თებერვლამდე შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
- ტენდერთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ: AALAVERDASHVILI@sisecam.com
- ტექნიკურ დელატებთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ: GDANELIA@sisecam.com
ტენდერის კატეგორია:
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
- 90700000 მომსახურებები ეკოლოგიის სფეროში