![საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია](/files/logos/giec.png)
ჩაბარების ვადა:
13 თებერვალი 2015, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT349 - ფასთა გამოკითხვა სამგზავრო ლიფტის შესყიდვაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ფასთა გამოკითხვას სამგზავრო ლიფტის შესყიდვაზე. კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
ლიფტის ტექნიკური მოთხოვნები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრედენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია პრედენდენტის პერსონალის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური სამუშაეობის შესრულების გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ცხრილი: ჩამონათვალი, მოცულობა, პერიოდი);
- ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებ მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- სამუშაოების შესრულების ვადები, გეგმა-გრაფიკი.
დამატებითი პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 13 თებერვლისა 12:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“–ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #14,
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, გადახდის პირობა, შესრულების ვადა, ხარისხი.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ ელ.ფოსტაზე: G_beridze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 577 421414 ირაკლი; 599885575 გიორგი.