ჩაბარების ვადა:
19 თებერვალი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT3492 - ტენდერი სხვადასხვა ტიპის ელ. სანათების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “მტკვარი ენერჯი” აცხადებს ტენდერს მასალის: სხვადასხვა ტიპის ელ. სანათების შესყიდვაზე 09/02-MEG-P/LEDL-18
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- სანათების მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. N2ა.
- სანათების ტიპები, გთხოვთ იხილოთ დართულ ფაილში: დანართი N1.
- შპს „მტკვარი ენერჯი“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N1-ის სახით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირები ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლევან წიკლაური: 568 76 76 59.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 19 თებერვალი, 12:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები
- 31700000 ელექტრონული, ელექტრომექანიკური და ელექტროტექნიკური აქსესუარები