ჩაბარების ვადა:
26 თებერვალი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3497 - ტენდერი ოფისისთვის სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი გიწვევთ ქ. თბილისში, ჭავჭავაძის #20 მდებარე ოფისისთვის სარემონტო, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2018 წლის 26 თებერვლისა.
- სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და ახდენს პრეტენდენტის შეფასებას და შერჩევას წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტთან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ ჯერადი ხელშეკრულება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის გამოცხადება 12.02.2018
- სატენდერო წინადადებების მიღება 26.02.2018
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 09.03.2018
- ხელშეკრულების გაფორმება 19.03.2018
გთხოვთ, გაეცცნოთ თანდართულ სატენდერო დოკუმენტაციას და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი დანართები.
„პრეტენდენტის მიერ სატანდერო წინადადება სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგს“ ეგზავნება ელექტრონული ფოსტის,შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge
კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: tenders@aldagi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები