ჩაბარების ვადა:

17 თებერვალი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3504 - ტენდერი საცხოვრებელი კომპლექსის მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

ტენდერის აღწერილობა:

ბმა მწვანე ბუდაპეშტი - ფანჯიკიძის #22 აცხადებს ტენდერს #01 საცხოვრებელი კომპლექსის მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 17 თებერვალი 18 საათი 2018 წელი;

გამარჯვებული კანდიდატები გამოვლინდება 18 თებერვალს 20 საათი, 2018 წელი;

ტენდერის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:
ბმა მწვანე ბუდაპეშტი -ფანჯიკიძის #22 , გ. ფანჯიკიძის 22, B ბლოკი, მე-14 სართული , ბ. 74
ნუგზარ გოგიშვილი (მობილური ტელეფონი: 599554143)

საბუთების მიღება - ჩაბარებასთან დაკავშირებით მიმართეთ:
ბმა მწვანე ბუდაპეშტი -ფანჯიკიძის #22 , გ. ფანჯიკიძის 22, B ბლოკი, მე-14 სართული , ბ. 74
ნუგზარ გოგიშვილი (მობილური ტელეფონი: 599554143)

დამატებითი მოთხოვნები:
მომწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:

  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;

ტენდერს თან ახლავს თანდართული დოკუმენტი
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

მონაცემები საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ (დანართი #1)

  • საცხოვრებელი კომპლექსი განლაგებულია 6500კვ.მ.
  • გარე პარკინგი და ავტომობილების სავალი ნაწილი განლაგებულია 2000კვ,მ, აქედან მიწის ქვეშ მდებარეობს პარკინგის 2 სართული, რომელიც განლაგებულია 6562 კვ.მ.
  • საფეხმავალო ბილიკები და ტროტუარები განლაგებულია 400 კვ.მ-ზე
  • საბავშვო ატრაქციონები და სტადიონი განლაგებულია 600 კვ.მ-ზე
  • მწვანე საფარი (ბალახი, ხე-მცენარეები) განლაგებულია 800 კვ.მ-ზე
  • საცხოვრებელი კომპლექსის შენობა-ნაგებობების შიდა სივრცე (კიბის არეალი, დერეფნები, ლიფტის შახტა, მოსაცდელი) ფართობი არის 1200 კვ.მ-ზე
  • საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს შემდეგ ტექნიკურ აღჭურვილობას და აგტრეგატებს
    - 8 ლიფტი
    - გენერატორი
    - წყლის რეზერვუარი
    - წყლის საქაჩი სისტემა
    - გარე განათების სისტემა
    - სადარბაზოების და დერეფნების განათების სისტემა

შევსებული და ხელმოწერილი საერთო ფასი (გადასახადების ჩათვლით) (დანართი #2) ;

ფასების ცხრილი დანართი 2

მომსახურების ღირებულება საერთო ფასი (ლარებში)
მომსახურების ღირებულება  
დასუფთავება  
ლიფტების მომსახურება  
ტექნიკური მომსახურება  
სულ  

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად, მათ შორის მომსახურებისა და ანგარიშსწორების პირობები

შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ყველა სახის აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფას, რაც საჭირო იქნება დასუფთავების, დაცვის და სხვა მომსახურებისათვის;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
  • მიმღების დასახელება (ბმა მწვანე ბუდაპეშტი -ფანჯიკიძის #22 , გ. ფანჯიკიძის 22, ნუგზარ გოგიშვილი);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე; წარწერით: „სატენდერო წინადადება– გთხოვთ არ გახსნათ“

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება