2 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3543 - ტენდერი კარტრიჯების დამუხტვისა და პრინტერების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს კარტრიჯების დამუხტვის და პრინტერების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე;
ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა ერთი კვალიფიციური კომაპნია, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება (1 წლის ვადით).
შეფასები კრიტერიუმია:
- ფასი;
- მომსახურების ხარისხი;
- მოწოდების პირობები;
თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:
- ფასთა ცხრილი და მომსახურების პირობები;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი;
აუცილებელი პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე;
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:
- ფასთა ცხრილი. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად), ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (კარტრიჯების ფილიალებიდან წამოღება/მიტანა)- სასურველია კომპანიის ბლანკზე, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
- ტონერების წარმოების ხარისხის დამდასტურებელი სერტიფიკატები: 9001:2008 და 14001:2004
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
- ტენდერის დასახელება
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები
სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის, 2 მარტი (17:00 საათამდე). ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: გიორგი აბიათარს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: George.abiatari@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა2020).
ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: გიორგი იმერლიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: george.imerlishvilii@terabank.ge ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 2009).
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა