ჩაბარების ვადა:
2 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3545 - ტენდერი რაჭა ჰესის მისასვლელი გზის გამაგრებითი სამუშაოების პროექტირებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, რაჭა ჰესის მისასვლელი გზის გამაგრებითი სამუშაოების პროექტირებაზე #23/02-GIEC-DD-18
მომსახურების აღწერა:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგური „რაჭა ჰეს“-ის (მისამართი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სადმელი) სათავე ნაგებობასთან მისასვლელი გზის გამაგრებითი სამუშაოების სრული საპროექტო დოკუმენტაციის შექმნა მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
შესასრულებელი სამუშაოები:
- საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გადაღება;
- საპროექტო ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა;
- მუშა პროექტი;
შენიშვნა: დამკვეთის მიერ საკუთარი ხარჯით მოხდება როგორც პროექტის ისე გეოლოგიური დასვნის ექსპერტიზა. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შემსრულებელს აქვს ვალდებულება შეიტანოს ცვლილებები უსასყიდლოდ.
დართულ ფაილებში, გთხოვთ, იხილოთ:
- არსებული სიტუაციის მოკლე აღწერა;
- ფოტომასალა.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი ჩაშლილად შესასრულებელი სამუშაოების მიხედვით დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- სამუშაოების შესრულების ვადები;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
- პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
ტენდერის ჩაბარების პირობები
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: რამაზ ცერცვაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 88 57 58.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 02.03.2018, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები