Tenders.ge
ტერაბანკი

ტენდერი საწვავის შესყიდვაზე


ტენდერი
ჩაბარების ვადა:
დრო: 17:00
სტატუსი: დასრულებული

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვაზე.

ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია რომელთანაც გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება საწვავის მოწოდებაზე.

ტენდერი ჩატარდება 1 ლოტად

2018 წლის მანძილზე შესაძენი საწვავის საპროგნოზო რაოდენობები:

საწვავის ტიპი ლიტრი
პრემიუმი ტალონებით 21000
პრემიუმი პლასტიკურით 60000
ევრო დიზელი პლასტიკურით 3000
ევრო დიზელი ტალონებით 4000

ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წელი;
  • ბენზინ-გასამართი სადგურების ფართო ქსელი თბილისში და რეგიონებში.
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს პლასტიკური ბარათები და ტალონებით მომსახურების სერვისი. 

აუცილებელი მოთხოვნა:

  • ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების ჩათვლით. თითოეული ტიპის საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  • ფასდაკლების ღირებულება (თითოეული ტიპის საწვავზე);
  • საწვავის ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები(თითოეული ტიპის საწვავზე);
  • ავტო გასამართი სადგურების ჩამონათვალი და ლოკაციები;
  • შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების შესახებ; 

სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთავან დედოფლის გამზ. 3

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი, ელ-ფოსტა; მისამართი);
  • ტენდერის დასახელება
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები

სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის, 2 მარტი (17:00 საათამდე). ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: ლაშა ჭანტურიძეს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: lasha.chanturidze@terabank.ge  ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 1153).

ტენდერის პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: გიორგი იმერლიშვილს ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: george.imerlishvilii@terabank.ge  ან ტელეფონზე 255 00 00 (შიდა 2009).

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი