ჩაბარების ვადა:

19 თებერვალი 2015, 16:00

სტატუსი:

დასრულებული

T355 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თანდართულ ფაილში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის შეძენაზე.
საქონლის დეტალური ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს და შემსყიდველისათვის მიწოდების ხარჯებს.
  • საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის წინასწარი შეკვეთის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვ.ფშაველის გამზ.16, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“.
  • პრიორიტეტი ექნება იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს საქონელი რეგიონებში:მცხეთა, საგარეჯო, სამტრედია, დუშეთი, გურჯაანი,მარნეული, გარდაბანი, ცალკა, ჭიატურა, ზესთაფონი, ქუთაისი, თეთრი წყარო, ბორჯომი, ბაკურიანი. საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე ყოველთვიურად  შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთის შესაბამისად სრულად დაკომპლექტებული საქონლის მოწოდება
  • ტენდერზე წარსადგენი დოკუმენტაცია: საკვალიფიკაციო მოთხოვნები -ამონაწერი რეესტრიდან  (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული); ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილებისა და პარტნიორების  შესახებ; საკონტაქტო პირის მონაცემები.
  • კანდიდატის მიერ წარსადგენი ინფორმაცია: ანგარიშსწორების პირობები; სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით;


ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 10 თებერვლიდან – 2015 წლის 20 თებერვლის ჩათვლით;
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 12 (თორმეტი) თვის ვადით
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
  • თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მოწოდებისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით;
  • სატენდერო დოკუმენტაციაში ფასები უცვლელი რჩება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;
  • გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებამდე დამრგვალებულად.
  • პრიორიტეტი მინიჭებული იქნება კანდიდატს, რომელიც შუძლია მიაწოდოს საქონელი სრულად, მაგრამ განიხილება ცალკეული ლოტების ფასიც;
  • სატენდერო წინადადებია ამობეჭდილი, ხელმოწერილი დოკუმენტის სახით და ასევე ელ.დისკზე იგზავნება დალუქული კონვერტით. ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 19 თებერვალი, 16:00 საათი, მისამართზე თბილისი , ვ.ფშაველას 16, მე-4 სართული, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ოთახი;

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი)
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი საკანცელარიო ნივთების შესყიდვაზე”
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ