ჩაბარების ვადა:
8 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3551 - ტენდერი ყავის, შაქრის და მუყაოს ჭიქების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ყავის, შაქრის და მუყაოს ჭიქების შესყიდვაზე.
# | დასახელება | ერთეულის ფასი |
1 | 1 კგ. აპარატის ყავა | |
2 | 1 ყუთი (50 კგ.) ყავისფერი შაქარი | |
3 | 1 ყუთი (50 კგ.) თეთრი შაქარი | |
4 | 1 ც. ერთჯერადი მუყაოს ჭიქა |
შენიშვნა:
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი;
- შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით;
სხვა პირობები
- მომწოდებელთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება, შეთანხმების შესაბამისად ;
- მომწოდებელი ვალდებულია დამატებითი საფასურის გარეშე უზრუნველყოს ყავის აპარატებით მომსახურება (დროებით სარგებლობაში გადაცემა) ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, ასევე აპარატების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვბევბაში მისი შეკეთება.
- შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ღირებულებას ბანკის მიერ განსაზღვრულ მისამართზე;
- მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზების ფაილი, ფასის შეთავაზებასთან ერთად, მათ შორის პროდუქტის და აპარატების ნიმუშების ამსახველი სურათები;
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 26 თებერვლიდან 2018 წლის 8 მარტამდე ჩათვლით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მომწოდებელი იყოს რეგისტრირებული შემდეგ მისამართზე www.tenders.bog.ge ;
- აირჩიოს ტენდერი და შემოთავაზებული ერთეულის ფასი მიუთითოს შესაბამის გრაფაში, პროდუქტი #1-ის და პროდუქტი #2-ის და პროდუქტი #3-ის გასწვრივ;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 საათით ადრე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), რეკომენდაციები;
- სერთიფიკატები;
კითხვების შემთხვევაში მოგვეწერთ: tenders@bog.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 8 მარტი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=862&lang=geo
ტენდერის კატეგორია:
- 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი