19 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3582 - ტენდერი დასუფთავების მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „მინა“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ რომ: მზადაა შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან „დასუფთავების“ მომსახურება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების თანახმად მომავალი ერთი წლის განმავლობაში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთვაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინას“ სათო ოფისში, მცხეთის რაიონი სოფ.ქსანში.
განაცხადების მიღება ხორციელდება ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10 საათიდან 17საათამდე;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე დათვალიერება.
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები
- კომპანიის დასახელება, სამართლებრივი ფორმა
- კომპანიის რეკვიზიტები, ელ.ფოსტა, ტელ.ნომერი;
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან , რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები;
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პერსონა: მარინა ზუბაშვილი
ტელეფონი: +995 32 2 44 99 81
ან სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საკონტაქტო პერსონა : AALAVERDASHVIlI@sisecam.com
მინიმალური მოთხოვნები
- წარმოდგენილი პირობები, ფასები უნდა მოქმედებდეს 2019 წლის 15 მარტამდე და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას;
- წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში დ.ღ.გ-ს გარეშე;
ს.ს. ,,მინა“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ.
ს.ს. ,,მინა“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
- მშენებლობის და რემონტის შემდეგ კომპანიის სათავსოების კომპლექსური დასუფთავება/დალაგება – საჭიროებისამებრ.
- შეკიდული და მეტალო–პლასტმასის ჭერების ქიმიური წმენდა – სამ თვეში ერთხელ
- საოფისე ფართებში განთავსებული ავეჯის, ინვენტარის, მოწყობილობების და სხვადასხვა ზედაპირების წმენდა – ყოველდღიურად.
- კიბის უჯრედების და ჰოლების წმენდა - ყოველდღიურად.
- რამდენიმე ობიექტზე მორიგე დამლაგებლის ყოფნა.
- ფანჯრების, ჟალუზების, ორმხრივი წმენდა – ყოველთვიურად.
- საოფისე სხვადასხვა სახის მყარი იატაკის (მარმარილო, გრანიტი, მეტლახი, პარკეტი, ლინოლეუმი, მოზაიკა, „მასტერ-ფეიტი“) მორეცხვა ან მოპრიალება – ყოველდღიურად.
- შეღებილი ფასადების დაბინძურებული ადგილების ქიმიური წმენდა –წარმოქნისთანავე.
- საყოფაცხოვრებო ნარჩენების მიტანა ურნებამდე – ყოველდღიურად.
- კომპანიის საოფისე ფართების დასუფთავება - ყოველდღიურად, ტექნიკური ფართის დასუფთავება - კვირაში 2-3ჯერ, ეზოს დასუფთავება - კვირაში ერთხელ.
- სველი წერტილების სპეციალური ხსნარებით დეზინფიცირება – დღეში ორჯერ.
- სველი წერტილების უზრუნველყოფა ქაღალდების დასამაგრებელი მოწყობილობებით – საჭიროებისამებრ.
- კომპანიის სველი წერტილების მაღალი ხარისხის სახარჯი მასალებით (ხელსაწმენდი ქაღალდი, საპონი, ტუალეტის ქაღალდი) პერიოდული უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობით – ყოველდღიურად.
- მომსახურე პერსონალის უნიფორმით უზრუნველყოფა – საჭიროებისამებრ.
- დამკვეთის მიერ აღმოჩენილი ხარვეზების გამოსწორება კონტრაქტორის ხარჯებით და ძალებით – საჭიროებისამებრ.
- კომპანიის 2 ცვლაში, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე სამსახურების უზრუნველყოფა ორცვლიანი მომსახურებით შაბათ–კვირის ჩათვლით – სისტემატურად.
- კომპანიის ობიექტების შიდა ეზოებში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენების გატანა ნაგავსაყრელზე კონტრაქტორის ტრანსპორტით და მუშებით – საჭიროებისამებრ.
ტენდერის კატეგორია:
- 90600000 ქალაქის ან სოფლის ზონების დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება, ასევე მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება