ჩაბარების ვადა:
        
    9 მარტი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT3583 - ტენდერი გეოდეზიური სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 9 მარტი 2018 დრო 12:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, გეოდეზიური სამუშაოების შესყიდვაზე #02/03-GIEC-TOPO-18
მომსახურების აღწერა:
- ტოპოგეოდეზიური გეგმის გადაღება ნიშნული ▼331.25 - ▼323.40 არეალში.
 - შესასრულებელი სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი IX ენერგობლოკის კაშხალი;
 - გადასაღები ტერიტორიის დაახლოებითი ფართობი S = 30 ჰა.
 
შესასრულებელი სამუშაოების მოკლე აღწერა:
- ტოპოგრაფიული გეგმის გადაღება დასაპროექტებელი „ჰესისათვის“ UTM WGS 84 კორსის სისტემაში.
 - კაშხალის და ჰესის შენობის ადგილებში ყოველ 5 მეტრის ინტერვალით ჭრილებზე ლითოლოგიური აღწერის დატანით.
 - ტოპოგრაფიულ გეგმაზე დატანილი უნდა იყოს ყველა კომუნიკაცია, როგორიცაა: გაზის და წყლის მილსადენები, ეგხ - ები, სატელეფონო და ბოჭკოვანი სადენები.
 - ტოპოგრაფიული გეგმა მიბმული უნდა იყოს არსებულ ჰიდროტექნიკურ ნაგებობასთან(კაშხალი - ხიდი).
 - გეოდეზიური რუკების გრძივი და განივი ჭრილების მომზადება (განივი ჭრილები ყოველ 10მ ინტერვალით).
 
შენიშვნა: შემსრულებელი, სამუშაოს ჩაბარების შემდგომ, როდესაც ჩამოყალიბდება ასაშენებელი ჰესის და მთლიანად მის შემადგენლობაში არსებული ჰიდროტექნიკური ნაბებობების საბოლოო კონცეფცია, ვალდებულია დამკვეთს მოუმზადოს SHAPE ფაილები (ასევე დამატებითი ჭრილები - თუ ამის აუცილებლობა იქნება).
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - სამუშაოების შესრულების ვადები;
 - ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
 - პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
 - წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
 - საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.
 
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 09.03.2018, 12:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
 - 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში