ჩაბარების ვადა:
19 თებერვალი 2015, 16:00
სტატუსი:
დასრულებულიT359 - ტენდერი ოფისისთვის საყოფაცხოვრებო პროდუქციის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ტენდერს ოფისისთვის საყოფაცხოვრებო პროდუქციის შეძენაზე.
საქონლის დეტალური ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს და შემსყიდველისათვის მიწოდების ხარჯებს.
- საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის წინასწარი შეკვეთის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ვ.ფშაველის გამზ.16, შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“.
- პრიორიტეტი ექნება იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს საქონელი რეგიონებში:მცხეთა, საგარეჯო, სამტრედია, დუშეთი, გურჯაანი,მარნეული, გარდაბანი, ცალკა, ჭიატურა, ზესთაფონი, ქუთაისი, თეთრი წყარო, ბორჯომი, ბაკურიანი. საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ელექტრონული მოთხოვნის საფუძველზე ყოველთვიურად შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
- მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთის შესაბამისად სრულად დაკომპლექტებული საქონლის მოწოდება.
- ტენდერზე წარსადგენი დოკუმენტაცია: საკვალიფიკაციო მოთხოვნები -ამონაწერი რეესტრიდან (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 1 წელიწადია დაფუძნებული); ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილებისა და პარტნიორების შესახებ; საკონტაქტო პირის მონაცემები.
- კანდიდატის მიერ წარსადგენი ინფორმაცია: ანგარიშსწორების პირობები; სატენდერო წინადადება თანდართული ფასების ცხრილის მიხედვით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2015 წლის 11 თებერვლიდან – 2015 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 12 (თორმეტი) თვის ვადით.
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის შესყიდვა იქნება რეგულარული სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში;
- თანხის გადახდა მოხდება ყოველ ჯერზე შესყიდული საქონლის მოწოდებისა და სასაქონლო ზედნადების წარმოდგენის შემდეგ უნაღდო ანგარიშსწორებით;
- სატენდერო დოკუმენტაციაში ფასები უცვლელი რჩება ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;
- გთხოვთ ფასები მიუთითოთ შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებამდე დამრგვალებულად.
- პრიორიტეტი მინიჭებული იქნება კანდიდატს, რომელიც შუძლია მიაწოდოს საქონელი სრულად, მაგრამ განიხილება ცალკეული ლოტების ფასიც;
- სატენდერო წინადადება ამობეჭდილი, ხელმოწერილი დოკუმენტის სახით და ასევე ელ.დისკზე იგზავნება დალუქული კონვერტით. ჩაბარების ბოლო ვადაა 2015 წლის 19 თებერვალი, 16:00 საათი, მისამართზე თბილისი , ვ.ფშაველას 16, მე-4 სართული, ადმინისტრაციული დეპარტამენტის ოთახი;
გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი)
- ტენდერის დასახელება – „ტენდერი საყოფაცხოვრებო პროდუქციის შესყიდვაზე”
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.