23 მარტი 2018, 13:00
სტატუსი:
დასრულებულიT3599 - ტენდერი ნავთობ სადენის მიწისქვეშა კოლექტორის გამაგრების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია’’ აცხადებს ტენდერს ნავთობ სადენის მიწისქვეშა კოლექტორის გამაგრების შესყიდვაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, შეშელიძის ქ. 38
თანდართულ ფაილებში იხილეთ პროექტი.
დაინტერესებული პირები უნდა მიბრძანდნენ ადგილზე სიტუაციის უკეთ შესასწავლად.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- შემოთავაზებული მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ ბოლო 5 (ხუთი) წლის განვალბაში.
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები)
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჯავჯავაძის N34 (პიქსელის შენობა) 6 სართული გალფის სათაო ოფისი, კონვერტს გარედან უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება, პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაცია. საკონტაკტო პირი, სოსო ქარსელაძე შესყიდვების სამსახურის უფროსი 577 00 49 49 ელ. ფოსტა s.karseladze@gulf-ge.com
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2018 წლის 23 მარტი 13:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 76600000 მილსადენების დათვალიერება/ინსპექტირება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 76200000 პროფესიონალური მომსახურებები ნავთობმრეწველობისათვის