ჩაბარების ვადა:

18 თებერვალი 2015, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T360 - ფასთა გამოკითხვა ალუმინის ნაკეთობის შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“  აცხადებს ფასთა გამოკითხვას ალუმინის ნაკეთობის შესყიდვაზე. კომპანია იწვევს დაინტერესებულ  პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.

ნაკეთობის სპეციფიკაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
  • ცნობა, რომ პრედენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების შესახებ (მსგავსი სამუშაოების ცხრილი: ჩამონათვალი, მოცულობა, პერიოდი);
  • საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და ვებ მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
  • სამუშაოების შესრულების ვადები.


დამატებითი პირობები:

  • წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 18 თებერვლისა 12:00 სთ-მდე შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“–ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქ. #14,
  • გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, გადახდის პირობა, შესრულების ვადა, ხარისხი.

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მოგვმართონ ელ.ფოსტაზე: G_beridze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 577 421414 ირაკლი;  599885575  გიორგი.

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ