ჩაბარების ვადა:
22 მარტი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3625 - ტენდერი საწვავის კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად
ტენდერის აღწერილობა:
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) აცხადებს ტენდერს საწვავის კორპორატიული მომწოდებლის გამოსავლენად ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის #14/03-GIG-P-FUEL-17
კომპანიების ჩამონათვალი:
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“;
- შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“;
- შპს „მტკვარი ენერჯი“;
- შპს „ნეოგაზი“;
- შპს ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა;
- შპს „ჯორჯიან ბაზალტი“;
- შპს „საქინვესტი“.
საწვავის გეგმიური მოხმარება 2018 წლის განმავლობაში კომპანიების მიხედვით წარმოდგენილია: დანართი N1-ში.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საწვავის თითოეული ტიპისათვის. სასურველია წინადადება წარმოდგენილი იყოს შემდეგი სამი სახით:
- კომეციული წინადადება შევსებული დანართი N2-ის სახით: ფიქსირებული ფასდაკლება (ლარში) თითოეული პოზიციისთვის 1 ლიტრ საწვავზე 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
- კომერციული წინადადება შევსებული დანართი N3-ის სახით: ფიქსირებული ფასდაკლება (პროცენტული) თითოეული პოზიციისთვის 1 ლიტრ საწვავზე 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
- კომერციული წინადადება წარმოდგენილი დანართი N4-ის შესაბამისად. (ფასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N4-ში მითითებული ფორმულის შესაბამისი მნიშვნელობები); - შემოთავაზებული პროდუქციის ბოლო 6 თვის ფასების სტატისტიკა;
- შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხის სერთიფიკატები;
- ინფორმაცია ავტო გასამართი სადგურების შესახებ. (რაოდენობა, გეოგრაფიული განაწილება).
გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, რეკვიზიტები საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე.
- კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტის დასახელება, ტენდერის ნომერი და დასახელება;
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ 2018 წლის 22 მარტს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.
- დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტაზე: v_maisuradze@giec.ge ან/და დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 551 11 22 22. საკონტაქტო პირი ვასილ მაისურაძე;
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი
- 09200000 ნავთობი, ქვანახშირი და ნავთობპროდუქტები