![მტკვარი ჰესი](/files/logos/mtkvari-hpp.png)
ჩაბარების ვადა:
25 თებერვალი 2015, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT363 - ტენდერი დერივაციული გვირაბის გაფართოებასა და გამაგრებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში მშენებარე მტკვარი ჰესის დერივაციული გვირაბის განივი კვეთის გაფართოებაზე და დროებითი გამაგრების მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესყიდვაზე.
ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ
- სამუშაოების შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
- სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი: 03.03.2015
- ავანსის ოდენობა: არაუმეტეს სამუშაოების ღირებულების 15 პროცენტისა
- ობიექტზე ცხოვრების ხარჯები - განიხილება ობიექტზე, „მტკვარი ჰესი“-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობა შესაბამისი ანაზღაურებით.
- ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
ა. ტექნიკური დავალება;
ბ. სს „უკრჰიდროპროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტი: 1490-27-99 -TX
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
- რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
- ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
- ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
- სამუშაოების შემსრულებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩამონათვალი თანამდებობების მიხედვით. მათი შრომითი გამოცდილება ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით და ობიექტების მითითებით;
- შესასრულებელი სამუშაოს დეტალური განფასება და ხარჯთაღრიცხვა;
- სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;
- ჩასატარებელი სამუსაოების შესრულების დეტალური მეთოდოლოგია შემდეგი ინფორმაციის გათვალისწინებით:
ა. ქანების დამუშავების, დატვირთვის და ნაყარში ტრანსპორტირების ტექნოლოგია;
ბ. ანკერებისთვის მოწყობის ტექნოლოგია. ბურღვის მეთოდი;
გ. ანკერების მონტაჟის და მისი გამოცდის ტექნოლოგია;
დ. გვირაბის შიგა ზედაპირზე ლითონის ბადის მონტაჟის ტექნოლოგია;
ე. გვირაბის შიგა ზედაპირზე ნაშხეფ-ბეტონის მოწყობის ტექნოლოგია;
ვ. ნაშხეფ-ბეტონის ნარევისათვის გამოსაყენებელი მასალების ფრაქციები, ნარევის დამზადების და
ტრანსპორტირების მეთოდი და ტექნოლოგია;
ზ. ნაშხეფ-ბეტონის ნარევის სისქის კონტროლის და ლაბორატორიული გამოცდის მეთოდი;
თ. სამუშაოთა წარმოების პროცესში უსაფრთხოების დაცვის საშუალებები;
ი. სამუშაოთა წარმოების გრაფიკი ტექნოლოგიური ციკლების გათვალისწინებით;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 25 თებერვალი 18:00.
ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.
საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; +995 32 291 69 49