23 მარტი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3630 - ტენდერი აუდიტორულ მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ აცხადებს ტენდერს N A/001 აუდიტორულ მომსახურებაზე.
შესყიდვის ობიექტის დასახელება;
წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტია აუდიტორული მომსახურება.
სატენდერო კომისია განიხილავს სატენდერო წინადადებებს და გამარჯვებულად გამოავლენს კომპანიას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- მომსახურების ღირებულება;
- მოწოდების ვადები;
- კომპანიის გამოცდილება;
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი ძირითადი დოკუმენტაცია
- სატენდერო წინადადება (მ.შ. ფასების ცხრილი)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი და ა.შ.);
- შემფასებლების მონაცემები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024 შესაბამისად აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატები;
- სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 2).
მომწოდებლის მიერ წარმოსადგენი დამატებითი ინფორმაცია
- ფაქტობრივი მისამართი;
- კომპანიასთან საკონტაქტო პირის სახელი/გვარი;
- ტელეფონ(ებ)ი;
- E-Mail/ Web-გვერდი.
- დღგ-ს დეკლარაციები
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 23 მარტი 18:00 საათი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ.N70, II სართული.
მიუხედავად შედეგებისა, ტენდერში მონაწილე ყველა კომპანია ინფორმირებული იქნება ტენდერის შედეგების შესახებ.
სატენდერო პროცედურასთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ :
თამარ ჯაფიაშვილი
ტელ.: (+995 032) 2 22 65 33 (19)
ელ. ფოსტა: tamar.japhiashvili@amadco.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები