ჩაბარების ვადა:
        
    30 მარტი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3638 - ტენდერი დასამზადებელი და რბილი ავეჯის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 30 მარტი 2018 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ გიწვევთ დასამზადებელი და რბილი ავეჯის შესყიდვის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2018 წლის 30 მარტისა 18:00 საათისა.
 - სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ შემავალი კომპანიები ერთობლივად განიხილავენ შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენენ პრეტენდენტ/ებ/ის შეფასებას და შერჩევას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
 - საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
 - საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ხელშეკრულება.
 
ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება 19.03.2018
 - სატენდერო წინადადებების მიღება 30.03.2018
 - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა 06.04.2017
 - ხელშეკრულების გაფორმება 13.04.2018
 
ტენდერი ჩატარდება ორ ლოტად:
- დასამზადებელი ავეჯი შესყიდვა
 - რბილი ავეჯის შესყიდვა
 
პრეტენდენტის მიერ სატანდერო წინადადება სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს ეგზავნება ელექტრონული ფოსტის, შემდეგ მისამართზე: tenders@evex.ge
გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ სატენდერო დოკუმენტაციას და სრულად შეავსოთ მოთხოვნილი დანართები.
ტენდერის კატეგორია:
- 39100000 ავეჯი