ჩაბარების ვადა:
20 თებერვალი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT364 - ტენდერი ლითონის ესტაკადის დემონტაჟსა და მონტაჟზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს "მტკვარი ჰესი" აცხადებს ტენდერს ახალციხის მუნიციპალიტეტში, მშენებარე მტკვარი ჰესის დერივაციული გვირაბის გამოსასვლელი პორტალის მიმდებარე ტერიტორიაზე TBM-ის ასაწყობი ლითონის ესტაკადის ბოლო მალის სვეტების, ამწისქვეშა კოჭების და განივების დემონტაჟის და მონტაჟის სამუშაოებზე.
ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს შესახებ
- სამუშაოების შესრულების ადგილი: ახალციხის რაიონი სოფ. საყუნეთი
- სამუშაოების დაწყების სავარაუდო თარიღი: 26.02.2015 წ.
- ავანსის ოდენობა: არაუმეტეს სამუშაოების ღირებულების 15 პროცენტისა
- ობიექტზე ცხოვრების ხარჯები - განიხილება ობიექტზე, „მტკვარი ჰესი“-ს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობა შესაბამისი ანაზღაურებით.
- ტექნიკური დავალება: გთხოვთ იხილოთ თანდართული დოკუმენტაცია:
ა. ტექნიკური დავალება;
ბ. სს „უკრჰიდროპროექტის“ მიერ დამუშავებული პროექტი: 1490-17 -21-КМ
წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
- რეკვიზიტები: პრეტენდენტის იურიდიული ფორმა და დასახელება, ხელმძღვანელის სახელი, გვარი და პირადობის მოწმობის ასლი; პრეტენდენტის იურიდიული და ფაქტიური მისამართი; საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ინფორმაცია სასამართლო საქმის წარმოების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის, ყადაღის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ინფორმაცია საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის შესახებ;
- ინფორმაცია კომპანიის წლიური ბრუნვის და ფინანსური მდგომარეობის შესახებ;
- ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური სამუშაოების შესახებ, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენით (განხორციელებული მომსახურების ჩამონათვალი, ღირებულება, მიღება-ჩაბარების აქტების ასლები);
- სამუშაოების შემსრულებელი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩამონათვალი თანამდებობების მიხედვით. მათი შრომითი გამოცდილება ანალოგიური სამუშაოების ჩატარების გათვალისწინებით და ობიექტების მითითებით;
- შესასრულებელი სამუშაოს დეტალური განფასება და ხარჯთაღრიცხვა;
- სამუშაოს შესრულების ვადები და შესრულების გრაფიკი;
- ჩასატარებელი სამუშაოების შესრულების დეტალური მეთოდოლოგია შემდეგი ინფორმაციის გათვალისწინებით:
ა. სამუშაოთა წარმოების პროცესში უსაფრთხოების დაცვის საშუალებები;
ბ. სამუშაოთა წარმოების გრაფიკი;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 20 თებერვალი 18:00.
ტენდერის მასალები (ბეჭდური და ელექტრონული ვერსია) დახურული კონვერტით მიტანილ ან ფოსტის საშუალებით გადაგზავნილ უნდა იქნას სათაო ოფისის მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. 74, მე-9-ე სართული. თბილისი 0162.
საკონტაქტო ინფორმაცია: info@hpp.ge; etavtavadze@hpp.ge; +995 32 291 69 49