ჩაბარების ვადა:
30 მარტი 2018, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT3653 - ტენდერი სამომხმარებლო ბაზრის კვლევის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ნეოგაზი“ აცხადებს ტენდერს სამომხმარებლო ბაზრის კვლევის შესყიდვაზე #21/03-NEO-S/MRES-18.
მომსახურების აღწერა:
- ბაზრის კვლევა საქართველოში საავტომობილო ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ბაზრის ძირითადი ტენდენციების გამოვლენის მიზნით;
- კვლევის დეტალური ტექნიკური დავალება, გთხოვთ, იხილოთ დართულ ფაილში: ტექნიკური დავალება.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ინფორმაცია კვლევითი კომპანიის გამოცდილების და სტატუსის შესახებ, მათ შორის მოღვაწეობის პერიოდი და არეალი, მუდმივი და დროებითი თანამშრომლების რაოდენობა, საერთაშორისო კვლევითი ქსელის წევრობა, სერთიფიკატების ფლობა და ა.შ.
- ინფორმაცია განხორციელებული პროექტებისა და კლიენტების შესახებ.
- მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი (სასურველია 2).
- ინფორმაცია კვლევითი კომპანიის თანამშრომლების, როგორც მენეჯმენტის ასევე კლვევაში ჩართული პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ.
- ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე:
- კვლევის ჩატარების მეთოდიკის აღწერა და დასაბუთება;
- ანალიტიკური მოდელის (მონაცემთა დამუშავების მეთოდიკის) აღწერა; - ინფორმაცია კვლევის განხორციელების ვადებისა და ღირებულების შესახებ გაწეული ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18.
- საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- კვლევასთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: ესმა ჩაჩანიძე. საკონტაქტო ნომერი: 599 67 14 14;
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2018 წლის 30 მარტი, 17:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 73300000 კვლევისა და განვითარების დაპროექტება და განხორციელება
- 73200000 კვლევასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა