ჩაბარების ვადა:
        
    15 აპრილი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3659 - ტენდერი კვებით მომსახურეობაზე
- გამომცხადებელი: თოდუას კლინიკა
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 15 აპრილი 2018 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი - შ.პ.ს. კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს ტენდერს ინსტიტუტის ფართში კვებითი მომსახურეობის უზრუნველყოფაზე.
ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - მომსახურე კომპანიების შერჩევა წარმოდგენილი წერილობითი შეთავაზების მიხედვით და მეორე ეტაპი - დეგუსტაცია.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- მომზადდეს წარსადგენი შეთავაზება (პრეზენტაცია1). კაფეტერიის მართვის კონცეფციისა და მიდგომების შესახებ ( სერვისი, პერსონალის რაოდენობა და ა.შ.). დეტალური შემოთავაზება უნდა მოიცავდეს ვადებს, თუ რა ვადაში შეუძლია კომპანიას ოპერირების დაწყება.
 - მენიუ (ოთხი კვირის მაგალითზე, ფასებით)
 - ყავის კუთხის მენიუ ფასებით 2 (აქ წარმოდგენილი უნდა იყოს აპარატის ყავის თითქმის ყველა ძირითადი ვარიანტის და ჩაის ფასები პორციების მიხედვით)
 
წარსადგენი დოკუმენტაცია
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
 - კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
 - კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.);
 - სარეკომენდაციო წერილები
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2018 წლის 23 მარტიდან 2018 წლის 15 აპრილამდე
 - ტენდერის ჩაბარების ფორმა: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი შეთავაზება (პრეზენტაცია) შემდეგ ელ-ფოსტაზე : anri.chkhaidze@toduaclinic.ge
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 6 თვიანი საგამოცდო ხელშეკრულება.
 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის კატეგორია:
- 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
 - 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
 
დოკუმენტაცია
გამარჯობა, თუ შეიძლება მითხრათ თანამშრომლების დაახლოებითი რაოდენობა მადლობა