10 აპრილი 2018, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT3687 - ტენდერი კირქვის და დოლომიტის ხაზის მოწყობაზე
- გამომცხადებელი: მინა
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 10 აპრილი 2018 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს. "მინა" აცხადებს ტენდერს კირქვის და დოლომიტის ხაზის მოწყობის შესახებ.
ტენდერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ დანართში.
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, მოგვაწოდეთ თქვენი შემოთავაზება 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი); უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება: “კირქვის და დოლომიტის ხაზის მოწყობის შესახებ“ და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
წინადადების წარმდგენი კომპანიის ზოგადი ინფორმაცია
- კომპანიის დასახელება / საიდენტიფიკაციო კოდი
 - იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ინტერნეტ მის/ ელ.ფოსტა
 - კომპანიის სამართლებრივი ფორმა
 - კომპანიის ძირითადი პროფილი / მომსახურებები
 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბოლო 10 დღის ვადით
 
შემოთავაზება - შესასრულებელი სამუშაოს დეტალური ჩამონათვალი და განფასება დ.ღ.გ-ს გარეშე;
წინადადების წარმდგენი კომპანიის მდგომარეობა
- ბოლო სამი წლის ბრუნვა
 - კომპანიის კუთვნილებაში არსებული სამშენებლო ტექნიკა / დანადგარების ჩამონათვალი
 
რეკომენდაცია
- რეკომენდატორი კომპანია/ საკონტაქტო პირი/ საკონტაქტო მონაცემები (ტელ./ ელ.ფოსტა)
 - პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი
 
ბანკთან ურთიერთობა (საბანკო გარანტიები)
- ავანსის გაცემა განხორციელდება გამონაკლისის შემთხვევაში და მხოლოდ საბანკო/სადაზღვევო გარანტიის საფუძველზე, ხელშეკრულების ვადის დასრულებიდან ერთი თვის ვადით.
 
კომპანია უფლებას იტოვებს საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები.
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი; (ელ.ფოსტის მეშვეობით)
გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება. 
განიხილება მხოლოდ 10 აპრილის ჩათვლით შემოსული წინადადებები, რომელთაც სრულად აქვთ წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ : AALAVERDASHVILI@sisecam.com ან დაგვიკავშირდით 995 32 244 99 81 – (ზექი ბილგინი)
ტენდერის კატეგორია:
- 44900000 სამშენებლო ქვა, კირქვა, თაბაშირი და ასპიდური ფიქალი
 - 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები