ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2018, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T3700 - ტენდერი გლდანი-ნაძალადევის რ-ნში მდებარე ავტოგასამართი სადგურის სრულ ბრენდირებაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "ფრეგო" წარმატებით ახორციელებს საწვავის იმპორტს საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან. კომპანია „ფრეგო“-ს მიზანია: შექმნას საქართველოს ბაზარზე მძლავრი ქსელი, რომელიც მოწინავე პოზიციებს დაიმკვიდრებს მომხმარებლის მსყიდველობით გადაწყვეტილებაში, რაც განპირობებული იქნება ფასის, ხარისხისა და მომსახურების უპირატესობით კონკურენტებთან. ორაგნიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.frego.ge 

კომპანია „ფრეგო“-ს აცხადებს ტენდერს ქ.თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რ-ნში მდებარე ავტოგასამართი სადგურის სრული ბრენდირების ტენდერს.

მისამართი: ქ. თბილისი, შეშელიძის ქუჩა

სატენდერო მოთხოვნის პირობები

  • აგს-ის და ოფისის ქუდი უნდა შეიფუთოს დიბონდის მაღალი ხარისხის მასალისგან, წითელი და შავი ორაკალის ფრაგმენტებით რენდერ N1 და N2-ში მოცემული ზომების და შესაბამისად.
  • აგს-ის ქუდზე უნდა დამონტაჟდეს წითელი ორგმინით დამზადებული განათებული (ორმაგი დიოდური ნათებით) მოცულობითი ინგლისული და ქართული ასოები და „ფრეგო“-ს ლოგო პვხ-ს წითელი ბორტებით. რენდერი N1.
  • ოფისის ფასადზე უნდა დამაგრდეს წარწერა „ოფისი“. თეთრი ორგმინა პვხ-ს წითელი ბორტით, წითელი კონტრაჟურის ნათებით. რენდერი N2.
  • სტელა ( ელექტრო ფასმაჩვენებელი) ცალმხრივი 4 პროდუქტზე, უნდა დამონტაჟდეს რენდერ N 1 და N 3-ში მოცემული ზომების, მასალების და დიზაინის შესაბამისად.
  • მარიგებელ სვეტებზე ორივე მხრიდან უნდა მიეკრას ორაკალის მასალისგან დამზადებული ფრეგოს ლოგო და წარწერა. D25. (რენდერი N4)
  • აგს-ის 2-ვე ბოძი იფუთება თეთრი დიბონდის მასალით.

გამოყენებული მასალები:თეთრი დიბონდი,თეთრი ორგმინა , წითელი ორგმინა , ელექტრონული ტაბლოები, ორაკალი.
შიფტი გამოიყენება BPG Banner QuadroSquare Caps

ტენდერის ჩაბარების პირობები: 

გთხოვთ შემოგვთავაზოთ ავტოგასამართი სადგურის ბრენდირების განფასება, კომპანია ფრეგო-ს მიერ მოწოდებული „განფასების ფორმის“ მიხედვით (დანართი N1) 2018 წლის 30 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamar@frego.ge 

საკონტაქტო პირი:
თამარ კაკაბაძე
ტელ: +995 32 2999910 (103)
მობ: +995 574 900 440
E-mail: tamar.kakabadze@frego.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები