26 აპრილი 2018, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT3707 - ტენდერი ჰიდროელექტრო სადგურის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 26 აპრილი 2018 დრო 12:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების კერძოდ, ჰიდროელექტრო სადგურის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #29/03-GIEC-DD-18.
მომსახურების აღწერა:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გომში დაგეგმილი 5 მეგავატიანი ჰიდროელექტრო სადგურის ბჟუჟა 2-ის მუშა პროექტის მომზადება.
საპროექტო ჰესის ტექნიკური პარამეტრები: დაწნევა H=90 მ, წყლის ხარჯი Q=7 მ3/სთ.
შენიშვნა: მომზადებულ პროექტს თან უნდა ახლდეს სამუშაოების მოცულობები და ხარჯთაღრიცხვა.
ტოპოგეგმას, მილსადენის ღერძს, SHAPE ფაილებს, გრძივ და განივ კვეთებს უზრუნველყოფს დამკვეთი.
დაინტერესებული პირების მიერ ინტერესის გამოხატვა უნდა მოხდეს ელ.ფოსტის მეშვეობით მისამართზე: v_maisuradze@gig.ge , რის შემდგომაც პრეტენდენტთან გაფორმდება კონფიდენციალობის შეთანხმება და კომპანიას გადაეცემა შემდგომი მასალები CD დისკის მეშვეობით:
- გენგეგმა;
 - ტოპოგრაფია;
 - ადგილმდებარეობა და პარამეტრების განმარტებები;
 - ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური კვლევები;
 - ქსელთან მიერთება და გადამცემი ხაზი;
 - საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები.
 
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციულ-ტექნიკური წინადადება წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - სამუშაოების შესრულების ვადები;
 - ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
 - პრეტენდენტი ორგანიზაციის იურიდიული და საბანკო რეკვიზიტები.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას აუცილებლად დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
 - წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
 - საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ლერი ჭიპაშვილი, საკონტაქტო ნომერი: 599 88 11 66.
 
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 26.04.2018, 12:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
 - 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები